საქართველო-იაპონია: ბილეთები 17 ნოემბრიდან გაიყიდება
ნოემბრის ციებ-ცხელება გრძელდება. 24 საათში ‘ავივა სთედიუმი’ საქართველოს და ირლანდიის ტესტს უმასპინძლებს. მატჩის 40 ათასზე მეტი ბილეთი გაყიდულია და როგორც ირლანდიის რაგბის კავშირი აცხადებს, თამაშის დღეს სტადიონის გავსებასაც ელიან.
საქართველოში კი, ამ ტესტ-მატჩს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით პირდაპირ ეთერში ვუყურებთ (16 ნოემბერი, 18:30 სთ).
ხვალინდელი ტესტიდან ზუსტად ერთი კვირის თავზე – 23 ნომებერს, გიორგობას ბორჯღალოსნები შინ, მიხეილ მესხის სტადიონზე, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პროგრესირებ გუნდს, იაპონიის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებენ. მატჩი 17:00 საათზე დაიწყება.
ბილეთები ორშაბათიდან (17/11)
საქართველო-იაპონიის ტესტ-მატჩის ბილეთების გაყიდვა ორშაბათიდან, 17 ნომბერიდან დაიწყება. ბილეთის ფასი: 3 და 5 ლარი ღირს. ყველა ბილეთი დანომრილი იქნება. ბილეთები მესხის სტადიონის სალაროებში ყოველდღიურად – 11 საათიდან 19 საათამდე გაიყიდება. დარჩენის შემთხვევაში, ბილეთები მატჩის დღეს, 23 ნოემბერს 12 საათიდან გაიყიდება.
‘ალუბლებს’ სავსე ტრიბუნებით დავხვდეთ!
წლევანდელი ტესტ-სერიის ბოლო საშინაო ტესტში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პროგრესირებად, იაპონიის ეროვნულ ნაკრებს ვეთამაშებით. ბოლოს ‘ბორჯღალოსნები’ და ‘ალუბლები’ ერთმანეთს 2012 წლის ნოემბრის ტესტებზე მესხის სტადიონზე შეეჭიდნენ. ის რკენა სტუმრების გამარჯვებით დასრულდა. აქედან გამომდინარე ძალზე მნიშვნელოვანია 23 ნომბერის ტესტ-მატჩზე სტადიონის გავსება და მხურვალე ქომაგობა.
ქართული რაგბის ყველა ქომაგს მოგიწოდებთ დროულად იზრუნოთ ბილეთების შეძენაზე, გიორგობას, 23 ნომებერს თამაშამდე ერთი საათით ადრე მობრძანდეთ მესხის სტადიონზე და ერთად ვუქომაგოთ ბორჯღალოსნებს!
Rugby.GE