საქართველო მე-13 საფეხურზეა!
იაპონია ‘წყნარი ოკეანის თასზე’ ზედიზედ ორჯერ რომ დამარცხდა, იმდენად იზარალა, რომ საქართველოზე ქვემოთ დაეშვა.
‘მსოფლიო რაგბის’ რეიტინგი ყოველ ორშაბათს, გრინვიჩის დროით შუადღეზე ახლდება.
დღესდღეისობით ‘მსოფლიო რაგბში’ 119 ქვეყანაა გაერთიანებული. სარეიტინგო მაჩვენებელი რთული, მაგრამ ლოგიკური ფორმულით ითვლება. ერთობ ფასობს გუნდის სტაბილურობა, რის გამოც დიდი აღმასვლა-ვარდნა იშვიათობაა, ადგილი კი შეიძლება შეგეცვალოს შენი თამაშის შედეგისა გამო ან უქმობის დროს.
ამჯერად მეორე სცენარი გათამაშდა. ბორჯღალოსნები მსოფლიო თასისთვის თავგამოდებით რომ ემზადებიან, ამ დროს ‘მეორე დონის’ 6 ქვეყანა ‘მსოფლიო რაგბის’ შეჯიბრში მონაწილეობს. უკვე მოეწყო სამი ჯვარედინი რაუნდი, ამაღამ კი ფინალებია ვანქუვერში (კანადა)
იაპონიამ სან-ხოსეში (აშშ) 20:6 ძლია კანადა, მაგრამ შემდეგ საკრამენტოში 18:23 წააგო შტატებთან და ტორონტოში (კანადა) ფიჯთანაც 22:27. ამით “ალუბლებმა” 139 და 73 მეასედი ქულით იზარალეს, რამაც ჯამში 212 შეადგინა. რაკი ამასობაში საქართველოს მაჩვენებელი არ შეცვლილა, იაპონიას მონაგარი ჩვენზე ნაკლები გაუხდა.
ასე და ამგვარად, დავბრუნდით მე-13 ადგილზე, რომელიც ერთი ხანობა გვეკავა 2007 წლის მსოფლიო თასის დასრულების. იაპონია ამაღამ ტონგას ეთამაშება მესამე ადგილისთვის და თუ წააგებს, იტალიაზე დაბლაც დაეშვება, ჩემპიონობაზე კი ითამაშებენ ფიჯი და სამოა, რომელთა პულური რკენაც საკრამენტოშივე, 25 ივლისს, ფრედ, 30:30 დასრულდა.
“მსოფლიო რაგბის” რეიტინგი (3/08)
1. ზელანდია 9433, 2 აფრიკა 8637, 3 ირლანდია 8576,
4. ინგლისი 8540, 5 ავსტრალია 8523, 6 უელსი 8407,
7. საფრანგეთი 7974, 8 არგენტინა 7717, 9 სამოა 7615,
10. ფიჯი 7602, 11 შოტლანდია 7479, 12 ტონგა 7451
13 (14) საქართველო 7216, 14(13) იაპონია 7189, 15 იტალია 7185,
16 შტატები 6804, 17 რუმინეთი 6673, 18 კანადა 6561,
19 ურუგვაი 6211, 20 ესპანეთი 6154, 21 ნამიბია 6128,
22 რუსეთი 6110, 23 ჩილე 5734, 24 ჰონკონგი 5731
+/-: ფიჯ 73 იაპ, ტონ 44 აშშ, სამ 31 კან
(რეიტინგის პრინციპით, რამდენიც ემატება მოგებულს, იმდენი აკლდება წაგებულს. სწორედ ეს რიცხვი წერია გუნდებს შორის)
Rugby.GE