საქართველო მერვედფინალშია და ლიტვას შეხვდება
საბერძნეთი–ჰოლანდია 68:65
ძალიან გვანერვიულეს ბერძნებმა. თავიდან აგებდნენ, შემდეგ მოახერხეს და მატჩის დარულებამდე 5 წუთით ადრე 11 ქულით დაწინაურდნენ, მაგრამ ჰოლანდიელები არ გატყდნენ და სხვაობა 2 ქულამდე დაიყვანეს. მეტიც, ამ დროს 5 საჯარიმო ააცილეს და თავს წაგების „უფლება“ მისცეს.
სლოვენია–მაკედონია 62:51
სლოვენიელებმა ჩვენ მატჩამდე მოუგეს მაკედონიელებს. თითქოს სლოვენიელებს პირველი მეოთხედის (24:10) შემდეგ არ უნდა გაჭირვებოდათ, მაგრამ მაკედონიელებმა ბოლომდე იბრძოლეს, თუმცა ვერაფერს გახდნენ.
სატურნირო ცხრილი:
1.საბერძნეთი 5 5 0 387:340 10
2.ხორვატია 5 3 2 359:343 8
3.სლოვენია 5 3 2 367:356 8
4.საქართველო 5 2 3 369:364 7
5.მაკედონია 5 1 4 324:381 6
6.ჰოლანდია 5 1 4 355:377 6
ჩეხეთი–ლიტვა 81:85 (ოტ)
დ ჯგუფი და კონკრეტულად ეს მატჩი ჩვენთვის ყველაზე საინტერესო იყო, რადგან აქ ირკვეოდა ჩვენი მეტოქე. ჩეხები მესამე მეოთხედის ბოლომდე იგებდნენ მატჩს, მაგრამ უპირატესობა გაანიავეს და ლიტველებს გადასწრების საშუალება მისცეს, მაგრამ არ დანებდნენ და მატჩის ოვერტაიმში გადაყვანა მოახერხეს. იქ კი ბალტიისპირელებმა იმარჯვეს და მერვედფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე იქნება.
უკრაინა–ბელგია 71:79
უკრაინას რომ მეოგო, ბელგიას ადგილს გაუცვლიდა და პლეი ოფში თავად გავიდოდა. იგებდნენ კიდეც პირველი ტაიმის შემდეგ, მაგრამ ბენილუქსელებმა მესამე მეოთხედში გატეხეს მეტოქე და შემდეგ ახლოსაც არ მიიკარეს.
ლატვია–ესტონეთი 76:64
აქაც სენსაციურად ვითარდებოდა მოვლენები და ესტონელები პირველი ტაიმის შემდეგ იგებდნენ, გადამწყვეტი აქაც მესამე მეოთხედი აღმოჩნდა და ბოლოს ლოგიკურად დასრულდა.
სატურნირო ცხრილი:
4.ლიტვა 5 4 1 360:336 9
2.ლატვია 5 3 2 348:339 8
3.ჩეხეთი 5 3 2 370:342 8
4.ბელგია 5 3 2 370:344 8
5.უკრაინა 5 1 4 349:378 6
6.ესტონეთი 5 1 4 316:374 6
ა ჯგუფი
ფინეთი–პოლონეთი 65:78
ამ ჯგუფში გამსვლელთა ვინაობა გარკვეული იყო. ორივე გუნდის მიზანი, მხოლოდ მაღალი ადგილის დაკავებას წარმოადგენდა, რათა შემდეგ ეტაპზე გაცილებით სუსტი მეტოქე შეხვედროდა. ეს მისია პოლონელებმა უკეთ შეასრულეს.
ბოსნია–რუსეთი 61:81
ჯგუფის ორი აუტსაიდერის მატჩი რუსებმა იმარჯვეს და ამით მხოლოდ იმას მიაღწიეს, რომ ბოლოსწინა ადგილი დაიკავეს.
ისრაელი–საფრანგეთი 61:86
ფრანგებმა დამაჯერებლად იმარჯვეს, მაგრამ ამ წაგებამ ისრაელს ვერაფერი ავნო და ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა.
სატურნირო ცხრილი:
1.საფრანგეთი 5 5 0 407:335 10
2.ისრაელი 5 3 2 375:384 8
3.პოლონეთი 5 3 2 367:352 8
4.ფინეთი 5 2 3 387:392 7
5.რუსეთი 5 1 4 379:374 6
6.ბოსნია 5 1 4 324:402 6
ბ ჯგუფი
გერმანია–ესპანეთი 76:77
ამ მატჩს უნდა გადაეწყვიტა რომელი დაემშვიდობებოდა ევროპის ჩემპიონატს და ეს საწყენი მისია მასპინძლებს ერგოთ.
ესპანელები მთელი მატჩის განმავლობაში სოლიდურად იგებდნენ, მაგრამ გერმანელები ბოლო მეოთხედში აფეთქდნენ და 28:17 მოიგეს, მაგრამ ერთი ქულით წააგეს, იმ ქულით, რომელიც ბოლო წამზე საჯარიმოდან ააცილეს.
სერბეთი–იტალია 101:82
სერბებს პირველი ადგილით სურდათ გასვლა და უშუალო კონკურენტს დამაჯერებლად მოუგეს. მეტიც, ბალკანელებმა ყველა მეოთხედში დაჯაბნეს იტალიელები და სოლიდური სხვაობით დაამარცხეს მეტოქე.
თურქეთ–ისლანდია 111:102 (ოტ)
არც ეს მატჩი წყვეტდა არაფერს, მაგრამ ისლანდიამ კარის გაჯახუნება მოისურვა. ეს თითქმის გამოუვიდა, რადგან მატჩი ფრედ და სრულდა, მაგრამ ოვერტაიმში თურქებმა შანსი არ დაუტოვეს მეტოქეს.
სატურნირო ცხრილი:
1.სერბეთი 5 5 0 433:354 10
2.ესპანეთი 5 3 2 448:411 8
3.იტალია 5 3 2 434:434 8
4.თურქეთი 5 3 2 429:459 8
5.გერმანია 5 1 4 370:379 6
6.ისლანდია 5 0 5 368:445 5