საქართველო – მოლდოვა: პრევიუ
დღეს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურის მატჩები გაიმართება. ერთ-ერთ შეხვედრაში ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრები მოლდოვის ეროვნულ გუნდს მიიღებს.
Fanebi.Com-ი გთავაზობთ დაპირისპირების პრევიუს.
საქართველო – მოლდოვა
სტადიონი: ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონი
დაწყების დრო: 21:00 საათი, 12 ნოემბერი
შეხვედრის მთავარი არბიტრი: გეორგი კაბაკოვი
საქართველოს ნაკრებმა ამ საკვალიფიკაციო ეტაპზე 3 შეხვედრა ჩაატარა და ორი მარცხისა და ერთი ფრის შემდეგ მხოლოდ ერთი ქულა აქვს. ვაისის ბიჭები მეხუთე ადგილზე იმყოფებიან და სწორედ მოლდოვას უსწრებენ.
მიუხედავად ბოლო ორ მატჩში მოპოვებული მხოლოდ ერთი ქულისა, ამ დაპირისპირებებში ქართველებმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. ეს აისახა არა მარტო სტატისტიკაზე, არამედ თამაშის მაღალ ხარისხზე. აქედან გამოდინარე, საქართველოს ნაკრები არც ისე ძლიერ მეტქოესთან 3 ქულისთვის იბრძოლებს.
ჩვენს ფავორიტობას ისიც უწყობს ხელს, რომ მხოლოდ ერთი ტრავმირებული ფეხბურთელი – ლევან მჭედლიძე გვყავს. “ემპოლის” თავდამხმელმა გუშინდელ ვარჯიშზე მიიღო ტრავმა და მის მაგივრად ვაისმა 18 წლის გიორგი არაბიძეს უხმო.
სხვა მხრივ საქართველოს ნაკრები სრულ მზადყოფნაშია.
რაც შეეხებ მოლდოვას, ეს გუნდი საშინელ ფეხბურთს აჩენებს. სტუმრებმა 3 მატჩიდან ყველა წააგეს და ცხრილის ბოლო საფეხურზე იმყოფებიან.
ამას ემატება ის, რომ მოლდოვის ნაკრებს ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი ყავს; მათ შორის არიან ძირითადი შემადგენლობის სპორტსმენები. აღსანიშნავია გუნდის კაპიტანისა და ერთ-ერთი ლიდერის არტურ იონიცე დაზიანება.
ამ ორ გუნდს შორის 10 მატჩი შედგა. 3 ქართველებმა მოიგეს, 2 ფრედ დასრულდა, ხოლო 5 თამაშში გამარჯვებულები მოლდოველები გამოვიდნენ.
მწვრთნელების კომენტარები
ვლადიმერ ვაისი: “საკვალიფიკაციო ეტაპზე მარტივი მატჩები არ არსებობს. საბოლოო ჯამში, ყველაფერი ჩვენზე იქნება დამოკიდებული. ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც უელსის ნაკრებთან მეორე ტაიმში. მეტოქეს ვაფასებ, მეტი ქულა გვაქვს, ვიდრე მოლდოვის ნაკრებს. მეტოქეს რამდენიმე კარგი, გამოცდილი მოთამაშე ჰყავს, გუნდში ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელებიც არიან. ყველაზე მთავარი გოლების გატანაა. ბოლო სამ მატჩში მინიმუმ ათი მომენტი გვქონდა, მაგრამ მხოლოდ ორი გამოვიყენეთ. გადამწყვეტი მომენტები უნდა გამოვიყენოთ. გუნდს მომავალი აქვს, მაგრამ ხარისხს უნდა მოვუმატოთ, გოლების გატანა დავიწყოთ.”
იგორ დობროვოლსკი: “გასულ მატჩებში დაშვებული შეცდომების გამოსწორება შეიძლება. ჩვენ შეგვიძლია, გავაუმჯობესოთ ფსიქოლოგიური ან ფიზიკური ფაქტორი, მაგრამ ადამიანური ფაქტორიც არსებობს. ჩვენ ყველა ერთნი ვართ და ყველა უშვებს შეცდომას. არსებობს ისეთი რაღაცებიც, რომლის შეცვლაც შედარებით რთულია. თამაშის შედეგის შესახებ ვერაფერს გეტყვით, რაც გამოვა, ის იქნება. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა გამარჯვება, მაგრამ ყველაფერი მხოლოდ ჩემს მოთამაშეებზე არ იქნება დამოკიდებული. რაც შეეხება მეტოქეს, ვიცით რას წამროადგენს საქართველოს ნაკრები. დანარჩენს ხვალ ვიხილავთ.”
სავარაუდო შემადგენლობა: ლორია; ნავალოვსკი, კაშია, კვირკველია, კაკაბაძე; კანკავა, გვილია; ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი, ჭანტურია; ქვილითაია.