საქართველო მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა 2017 წლის ჩემპიონატის მასპინძელია
მსოფლიო რაგბის დღევანდელი განცხადებით, 20-წლამდელთა 2017 წლის ჩემპიონატი საქართველოში გაიმართება.
ქვეყანა, რომელიც უკვე სამი წელია მასპინძლობს „თბილისის თასს“, 2017 წელს მსოფლიო რაგბის მომავალ ვარსკვლავებს თბილისსა და ქუთაისში ელის.
2008 წლის შემდეგ, 20-წლამდელთა ჩემპიონატმა, რომელიც წელს იტალიაში იმართება, ზუსტად 340 მოთამაშე გაუშვა საერთაშორისო ასპარეზზე; მათ შორის ბევრი ბოლოდროინდელი ტოპ მორაგბეცაა.
2008-11 წლების განმავლობაში ახალი ზელანდია 20-წლამდელთა ჩემპიონატის (რომელიც ადრე ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის სახელით იყო ცნობილი) პირველობას არავის უთმობდა, სანამ 2012 წელს ეს ტიტული სამხრეთ აფრიკამ არ გადაიბარა. 2013-2014 წლებში კი ჩემპიონის თასი ინგლისმა აღმართა, რომელიც ივნისში იტალიისკენ ჰეთ-თრიქის შესრულების იმედით მიემართება.
სოფლიო რაგბის თავმჯდომარე, ბერნარ ლაპასე: „მინდა მივულოცო საქართველოს რაგბის კავშირს ამ პრესტიჟული ღონისძიების – 2017 წლის 20- წლამდელთა ჩემპიონატის მასპინძლობა.
„მინდა ასევე მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას ამ ტურნირის მასპინძლობისათვის გაწეული ინვესტიციისთვის. 2017 წლის ამ უდიდეს ღონისძიებაში მონაწილეობისას, მსოფლიო რაგბის მომავალი ვარსკვლავები ნამდვილად კმაყოფილები დარჩებიან მდიდარი კულტურული და სპორტული მემკვიდრეობის მქონე ქვეყნის უნიკალური სტუმართმოყვარეობითა და თბილი დახვედრით.“
2017 წლის ჩემპიონატის მასპინძლად საქართველოს დასახელება მსოფლიო რაგბის საბჭოს ერთსულოვანი გადაწყვეტილება იყო, რომელიც 13 მაისს დუბლინის შეხვედრის დროს იქნა მიღებული. ტურნირის ზუსტი განრიგი და სათამაშო სტადიონები უახლოეს მომავალში გამოცხადდება.
#WorldRugbyU20s -ს შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს>>> http://www.worldrugby.org/u20
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი, გიორგი ნიჟარაძე: „მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა 2017 წლის ჩემპიონატის მასპინძლობა უდიდესი პატივია, არა მხოლოდ ქართული რაგბის სამყაროსთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის.
„ეს ასპარეზობა საქართველოში რაგბის პოპულარიზაციისათვის კიდევ ერთ შესაძლებლობას წარმოადგენს. ეს არის ქართული რაგბის მიერ განვლილი გზის შეფასება და დაფასება იმისა თუ რა გაკეთდა საქართველოში ჩვენი შესანიშნავი თამაშის განსავითარებლად.
„გარდა ამისა, 2017 წლის 20-წლამდელთა ჩემპიონატი კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს ცნობადობას, მისცემს ძალიან ბევრ ადამიანს იმის საშუალებას, რომ ჩამოვიდნენ საქართველოში, გაიცნონ ჩვენი ქვეყნის მდიდარი კულტურა და ისიამოვნონ განთქმული ქართული სტუმართმოყვარეობით.”
ამ გადაწყვეტილებაზე მსოფლიო რაგბის საშეჯიბრო დ მაღალი მიღწევების კომიტეტის თავმჯდომარემ მარკ იგანმა განაცხადა: „2017 წლის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების საქართველოსთვის მინიჭება, ქვეყანაში რაგბის განვითარების კუთხით უმნიშვნელოვანეს ეტაპს წარმოადგენს.
„ბოლო 7 წლის მანძილზე, საქართველოში სარაგბო ინფრასტრუქტურის დონე უპრეცედენტოდ ამაღლდა საქველმოქმედო ფონდ „ქართუს” მრავალმილიონიანი დაფინანსებისა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერის წყალობით.
„საქართველოს ნამდვილად შეუძლია დაიკვეხნოს მსოფლიო კლასის სავარჯიშო და სათამაშო ბაზებით, რისიც ალბათ ელიტარული რაგბის კავშირების უმრავლესობასაც შეშურდებოდა.“
მსოფლიო რაგბი ყოველწლიურად 2 მილიონ ფუნტ სტერლინგამდე ინვესტიციას ახორციელებს, როგორც 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის, ისე 20-წლამდელთა ალაფისთვის. 2012-2015 წწ. სტრატეგიულ ციკლში, მსოფლიო რაგბი საქართველოს პირდაპირი დაფინანსების სახით გადასცემს დაახლოებით 3.2 მილიონ გირვანქა სთერლინგს შიდა და მაღალი მიღწევების რაგბის განვითარების, სანაკრებო პროგრამების განხორციელებისთვის, ყოველწლიური ტესტ-მატჩებისა და საერთაშორისო ტურნირის – თბილისის თასის მასპინძლობის მხარდასაჭერად.
ამა წლის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იტალიაში 2 ივნისს დაიწყება, ტურნირთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს >>>http://www.worldrugby.org/u20/fixtures
19:00 საათზე, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, ამ საკითხთან დაკავშირებით გაიმართება პრეს-კონფერენცია, რომელზეც გავრცელებულ ინფორმაციასა და კომენტარებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
Rugby.GE