საქართველოს ნაკრები უელსთან დამარცხდა
6 ოქტომბერს, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა “დინამო არენაზე” უელსს უმასპინძლა.
შეხვედრა სტუმართა აქტიურობით დაიწყო – მე-3 წუთზე აარონ რემზის კარგი საგოლე მომენტი შეექმნა, თუმცა მისი დარტყმა არაზუსტი გამოდგა. მე-17 წუთზე უელსელები ქართველთა საჯარიმოში თავისუფლად შევიდნენ, ლორიამ კი მათი დარტყმული მოგერია. 30-ე წუთზე რემზის გადაცემის შემდეგ ბურთზე პირველი ვოუკსი იყო, თუმცა მისი დარტყმული ოდნავ არაზუსტი გამოდგა. საქართველოს ნაკრებმა პირველი სახიფათო მომენტი 38-ე წუთზე შექმნა – კაკაბაძის ჩაწოდების შემდეგ ვაკო გვილიამ თავით დაარტყა, თუმცა უშედეგოდ. პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა.
შეხვედრაში ანგარიში 49-ე წუთზე გაიხსნა, ლოურენსმა ბურთი საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო, კვირკველია ჩამოიშორა და კარში ზუსტად დაარტყმა – 0:1. 70-ე წუთზე რემზის დარტყმულის შემდეგ ლორიამ ბურთი ხელებში ვერ შეიმაგრა, იქვე ვოუკსი გაჩნდა, რომელიც სიტუაციაში ვეღარ გაერკვა. 79-ე წუთზე, გიორგი მერებაშვილმა საჯარიმოში ერთი მეტოქე მოატყუა, თუმცა მისი დარტყმული ჰენესიმ გაანეიტრალა.
საბოლოოდ, მატჩი უელსელთა გამარჯვებით, 0:1 დასრულდა. უელსმა საქართველოსთან ისტორიაში პირველი გამარჯვება მოიპოვა.