საქართველო ფარიკაობაში მეცხრეა
9-11 ოქტომბერს თბილისის ახალი სპორტის სასახლე ფარიკაობის მსოფლიო თასს მასპინძლობდა, რომელშიც 32 ქვეყნის 160 უძლიერესი სპორტსმენი მონაწილეობდა.
პირველ ორ დღეს ინდივიდუალური ორთაბრძოლები გაიმართა, დღეს კი გამარჯვებული გუნდურ შეჯიბრებაში გამოვლინდა.
ფინალურ შეხვედრაში აშშ-მ საფრანგეთი დაამარცხა, მესამე ადგილისთვის შეხვედრა კი, გერმანიის ნაკრებმა მოიგო.
საქართველოს ნაკრებმა (სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, მიხეილ მარდალეიშვილი, საბა სულამანიძე) გათამაშება მე-9 ადგილზე დაასრულა. მე-16 ფინალში ეგვიპტეს 45:35 მოუგო და მერვედფინალში გავიდა, სადაც ოლიმპიურ ჩემპიონ სამხრეთ კორეის ნაკრებთან 37:45 დამარცხდა. რეპეშაჟში ბრძოლა მე-9 ადგილის დასაკავებლად გააგრძელა და უკრაინას და ჩინეთს ერთნაირი ანგარიშით 45:43 მოუგო. გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველები ირანის ნაკრებს შეხვდნენ და 45:44 გაიმარჯვეს.
თბილისის მსოფლიო თასი 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთი სალიცენზიო ტურნირიც იყო.