საქართველო პირველ მატჩს იტალიელებთან გამართავს
უკვე ცნობილია სათამაშო კალენდარი, რომლის მიხედვითაც საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ევრო 2017-ის შესარჩევ შეხვედრებს გამართავს. 2015 წელს ქართველ გოგონებს 4 შეხვედრის ჩატარება მოუწევთ, მათ შორის ორი მატჩი საქართველოში გაიმართება. ჩვენებს თამაში 22 სექტემბერს ჩეხეთთან, ხოლო 24 ოქტომბერს ჩრდილოეთ ირლანდიასთან მოუწევთ. სასტარტო მატჩს კი, ქართველი გოგონები იტალიაში, 18 სექტემბერს ჩაატარებენ.
ევრო 2017-ზე საქართველოს ნაკრები მე-6 (F) ჯგუფში მოხვდა იტალიის, შვეიცარიის, ჩეხეთისა და ჩრდ. ირლანდიის გუნდებთან ერთად. ნიდერლანდებში, ფინალურ ეტაპზე საასპარეზოდ 8 ჯგუფის გამარჯვებულები და მეორე ადგილზე გასული 6 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი გადავა. ფინალური ეტაპის კიდევ ერთ მონაწილეს, შესარჩევი ეტაპის დარჩენილი ჯგუფებიდან ორი მეორე ადგილოსანის ფლეი-ოფი გამოავლენს. მათ მასპინძელები ჰოლანდიელები შეუერთდებიან.
ევრო 2017-ის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები 2015 წლის 14 სექტემბრიდან, 2016 წლის 20 სექტემბრის შუალედში ჩატარდება.
18 სექტემბერი, 2015 / იტალია – საქართველო
22 სექტემბერი, 2015 / საქართველო – ჩეხეთი
24 ოქტომბერი, 2015 / საქართველო – ჩრდ. ირლანდია
იტალია – შვეიცარია
27 ოქტომბერი, 2015 / შვეიცარია – საქართველო
ჩეხეთი – იტალია
27 ნოემბერი, 2015 / ჩრდ. ირლანდია – შვეიცარია
1 დეკემბერი, 2015 / შვეიცარია – ჩეხეთი
8 აპრილი , 2016 / შვეიცარია – იტალია
ჩრდ. ირლანდია – ჩეხეთი
12 აპრილი, 2016 / იტალია – ჩრდ. ირლანდია
ჩეხეთი -საქართველო
3 ივნისი, 2016 / ჩრდ. ირლანდია – საქართველო
4 ივნისი, 2016 / ჩეხეთი – შვეიცარია
7 ივნისი, 2016 / საქართველო -იტალია
ჩეხეთი – ჩრდ. ირლანდია
15 სექტემბერი, 2016 / საქართველო – შვეიცარია
16 სექტემბერი, 2016 / ჩრდ. ირლანდია – იტალია
20 სექტემბერი, 2016 / შვეიცარია – ჩრდ. ირლანდია
იტალია – ჩეხეთი
სფფ-ის პრესსამსახური