‘საქართველო-პორტუგალია’ მატჩამდე 24 საათით ადრე
14 თებერვალს ბორჯღალოსნები წლის პირველ საშინაო მატჩში პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებ გუნდს დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 17:00 საათზე მესხის სტადიონზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრების კაპიტნის ვარჯიში გალერეა 1>>> გალერეა 2>>>
პორტუგალიის ნაკრების კაპიტნის ვარჯიში გალერეა >>>
მატჩამდე 24 საათით ადრე გუნდებმა ტრადიციული კაპიტნის ვარჯიში გამართეს, რომლის შემდეგ, სტადიონის მედია ცენტრში ერთობლივი პრესკონფერენცია გაიამრთა.
ჟუაო ლუის პინტო (პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი) „ხვალ ძლიერ მოწინააღმდეგესთან საკმაოდ რთული მატჩი გველის. ნაკრებთან, რომელსაც ძლიერი შერკინება ჰყავს. ამ კომპონენტში ჩვენ შედარებით მოვიკოჭლებთ. მიუხედავად ამისა ჩვენ მიზანს მაინც ქართული შერკინების შეჩერება და ძალის დაპირისპირება წარმაოდგენს.“
ვასკო უვა (პორტუგალიის ნაკრების კაპიტანი) „დავეთანხმები მწვრთნელს, რომ ხვალ ნამდვილა იოლი მატჩი არ გველის. ვეთამაშებით გათამაშების ლიდერს, რომელმაც წინა კვირას საკმაოდ დიდი სხვაობით დაამარცხა გერმანიის ნაკრები. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვაპირებთ პირველი წუთიდან ბოლო წუთამდე ვითამაშოთ და ვეცადოთ ჩვენს მიზანს მივაღწიოთ. ეს უკვე ჩემი მე-6 სტუმრობაა საქართველოში და ამ პერიოდში, როგორც გამარჯვებისთისაც მიმიღწევია ასევე წამიგია თამაშები.“
შალვა სუთიაშვილი „პორტუგალიის წინააღმდეგ მეც ბევრჯერ მითამაშია, საკმაოდ რთული გუნდია, უხეში მოწინააღმდეგეა, რომელიც კარგაგ იცავს თავს. გარდა ამისა, ისინი სწრაფ რაგბს თამაშობენ რადგან ბევრი შვიდკაცას მოთამაშე ყავთ. რუმინეთთან წაგებული თამაშის შემდეგ ბევრი მოთამაშე დაემატათ და საკმაოდ გაძიერდნენ. ჩენისმხრივ მოწინააღმდეგეს ჩვენი თამაში უნდა დავუპირისპიროთ, ვანახოთ შესაძლებლობების მაქსიმუმი და რათქმქაუნდა ვასიამოვნოთ ჩვენი გულშემატკივარი.“
მილტონ ჰეიგი „პორტუგალიას კარგი და ძლიერი გუნდი ყავს. ისინი სწრაფები, აგრესიულები და მებრძოლები არიან. მე ვფიქრობ, რომ ხვალე საინტერესო მატჩი იქნება.“
კონფერენციის ბოლოს საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს ჰკითხეს ძირითად შემადგენლობაში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, ასევე თუ რამდენად მოხერხდება მსოფლიო თასამდე გუნდის ოპტიმალურ ფორმაში მოყვანა. რაზეც მილტონ ჰეგიმა უპასუხა, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის გათამაშების გარდა წინ კიდევ ერთი ტურნირია – თბილისის თასი, რომელზეც ყველა მოთამაშეს მიეცემა თავის გამოჩენის შანსი. ამის გათვალსწინებით წლის მთავარი შერკინებისათვის საქართველოს ნაკრები საუკეთესო ფორმაში იქნება.