საქართველო – ყაზახეთის მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთის ფასი 1 ლარი იქნება
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, უეფას ერთა ლიგაზე საქართველოსა და ყაზახეთის ნაკრებებს შორის 19 ნოემბერს გასამართ მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთის ფასი 1 ლარი იქნება. ბილეთების ონლაინ გაყიდვა Tkt.ge-ზე უკვე დაიწყო.
“აღნიშნული აქციის მიზანია, მადლობა გადავუხადოთ ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გამორჩეული ქომაგობისთვის.
ჩვენი ნაკრების წარმატება უპირველესად ეკუთვნით გულშემატკივრებს, რომლებმაც განსაკუთრებული როლი ითამაშეს ჩვენი გუნდისთვის და ქართული ფეხბურთისათვის ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე.
აქვე, გთხოვთ, 19 ნოემბერს, “დინამო არენაზე” მობრძანდეთ თამაშის დაწყებამდე და გახდეთ იმ აქტივობის მონაწილე, რომელიც დაგეგმილია სტადიონზე”, – ვკითხულობთ სფფ-ის განცხადებაში.
საქართველოსა და ყაზახეთის ნაკრებებს შორის მატჩი 19 ნოემბერს, “დინამო არენაზე” გაიმართება და 21:00 საათზე დაიწყება.