საქართველო – ყირგიზეთი 10:0
ყაზახეთში, ასტანაში მიმდინარე ყოველწლიურ, საერთაშორისო ტურნირზე – „პრეზიდენტის“ თასი, საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა თავისი პირველი მატჩი ჩაატარა და ყირგიზ თანატოლებს საოცარი ანგარიშით –10:0 სძლია.
მოედანზე მხოლოდ გოჩა ტყებუჩავას ფეხბურთელები დომინირებდნენ და თითქმის ყოველი მეორე შეტევა ქართველების გოლით სრულდებოდა. ჩვენს მეტოქეს კი, შანსი თითქმის არ ჰქონია. ყირგიზმა ახალგაზრდებმა პირველ ტაიმში ასე თუ ისე გაუძლეს საქართველოს ნაკრების შეტევებს; მეორე ნახევარში კი, წინააღმდეგობა ვეღარ გაუწიეს.
გოლები: არაბიძე (5, 57, 63), კობოური (40), ლეჟავა (52, 67), ბუღრიძე (55, 72), საღრიშვილი (60, 69)
შეგახსენებთ, რომ A ჯგუფში საქართველოს ნაკრებთან ერთად ყირგიზეთი და ყაზახეთი თამაშობენ. მომდევნო მატჩი გოჩა ტყებუჩავას გუნდს ხვალ, 27 ივნისს, მასპინძელ ყაზახ თანატოლებთან ექნება. მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზედაიწყება. პირდაპირი რეპორტაჟის ნახვას კი, ამ ლინკის მეშვეობით შეძლებთ – http://tv.ffk.kz/
სფფ-ის პრესსამსახური