საქართველო – რუმინეთი 19/03/2016
რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-5, ფინალურ ტურამდე ორი დღე რჩება. 19 მარტს, 17 საათზე ბორჯღალოსნები სეზონის ყველაზე პრინციპულ მეტოქეს – რუმინელ მუხებს დინამოზე დაუპირისპირდებიან.
მატჩის ბილეთები იყიდება დინამოს სალაროებში (11:00 – 19:00) და ონლაინ ვებ-გვერდზე BILETEBI.GE
რაგბი, რაღა თქმა უნდა, გუნდური თამაშია. შაბათს, დინამოზე, ვლინდება ჩემპიონი და ‘ანთიმოზ ივერიელის თასის’ მფლობელიც, მაგრამ ინტრიგას პირადული მომენტიც ამძაფრებს
საქმე ისაა, რომ ერთმანეთს გაეჯიბრება ორი მოწინავე მექულე – ქიქერი:
ქართველი მერაბ კვირიკაშვილი და რუმინელი ფლორინ ვლაიკუ
ვლაიკუ წლეულს გამორჩეულად კარგად ირჯება: წინა შაბათს, გერმანიასთან, 59’ წუთზე, ჯარიმა კარში კიდევ დაარტყა, რითაც ანგარიში 42:0 გახადა
ერთი შეხედვით ესოდენ ულოგიკო გადაწყვეტილების მიზეზი ის იყო, რომ ოსტატმა საკარიერო მონაგარი 700 ქულას უსწორა, და თანაც ეგონა, პირველი ვარ ‘რაგბი ევროპაზე’, ვინაც ეს მიჯნა გადალახაო
არადა, რუმინელს დაავიწყდა ჩვენი მეკო, ვინაც ისე, რომ პირად რეკორდს არასოდეს გამოჰკიდებია, იგივე ზღვარი იმავე დღეს, სოჭში გადალახა ვლაიკუზე ადრე – 50’ წუთზე, მეორე ლელოს გარდასახვისას * 17:0
რაკი სოჭსა და იაშში თამაშები ერთდროულად დაიწყო, სწორედ რომ კვირიკაშვილიაპირველი ერთა’თასელი, ვინაც საქართველოს და რაგბი ევროპის ისტორიაში პირველადდაძლია 700
მეკო 703 ქულით იწყებს შაბათის რკენას, ხოლო ფლორინი – ერთით ნაკლებით
რუმინეთთან უძლიერესი შემადგენლობით
ტრადიციულად მატჩამდე ორი დღით ადრე ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა ნაკრების სამატჩო რაზმი დაასახელა. ერთი კვირის წინ, რუსეთთან რკენის შემდეგ ბორჯღალოსანთა 15-ეულში ერთბაშად 6 სიახლეა
უკანა ხაზში ორი ცვლილებაა:
გარემარბად დაბრუნდა სასჯელ’მოხდილი გიორგი ფრუიძე, 9 ნომრად კი – სოჭში დამარქაფებული ვასო ლობჟანიძე
შერკინება სანახევროდ გადახალისდა:
მარცხენა ბურჯად დაგვიბრუნდა დასვენებული მიხეილ ნარიაშვილი,
კვაჭად კი მარქაფიდან დაწინაურდა ჯაბა ბრეგვაძე
7 ნომრად მსოფლიო თასის შემდეგ პირველად ითამაშებს საქართველოს საუკეთესო მორაგბედ არჩეული მამუკა გორგოძე, 8 ნომრად კი – ესოდენ მნიშვნელოვან თამაშს – პირველად დაიწყებს მზარდი ბექა გორგაძე
ტრავნები
როგორც ადრე გაცნობეთ ესპანეთის მატჩის დროს მიღებული ბარძაყის კუნთების ტრავმის გამო გიორგი თხილაიშვილი ორ თვიან რეაბილიტაციას გადის. მხარის ძველი ტრავმა გაუმიზეზდა დუდუ ქუბრიაშვილს. სამწუხაროდ რუმინეთთან მატჩს გამოტოვებს მერაბ შარიქაძეც – მას კოჭ-წვივის ტრავმა ბოლომდე არ მოუშუშავს და რეაბილიტაცია სავარაუდოდ კიდევ 10 დღეს გასტანს.
საქართველოს ბორჯღალოსნები
15. მერაბ კვირიკაშვილი
14. გიორგი ფრუიძე
13. დავით კაჭარავა
12. თამაზ მჭედლიძე
11. სანდრო თოდუა
10. ლაშა ხმალაძე
9. ვასილ ლობჟანიძე
1. მიხეილ ნარიაშვილი
2. ჯაბა ბრეგვაძე
3. ანტონ ფეიქრიშვილი
4. გიორგი ჩხაიძე
5. გიორგი ნემსაძე
6. შალვა სუთიაშვილი^კაპ
7. მამუკა გორგოძე
8. ბექა გორგაძე
#ბორჯღალოსნების სამატჩო რაზმისაქართველო vs რუმინეთი 19/03/2016, 17:00 #დინამოარენა#უკანახაზი [ბექები]15 მერაბ კვირიკა…
Posted by საქართველოს რაგბის კავშირი / Georgian Rugby Union (Official) on Thursday, 17 March 2016
Rugby.GE