საქართველო – რუმინეთი 19/03/2016

თარიღი: მარტი 17, 2016

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-5, ფინალურ ტურამდე ორი დღე რჩება. 19 მარტს, 17 საათზე ბორჯღალოსნები სეზონის ყველაზე პრინციპულ მეტოქეს – რუმინელ მუხებს დინამოზე დაუპირისპირდებიან.

 

მატჩის ბილეთები იყიდება დინამოს სალაროებში (11:00 – 19:00) და ონლაინ ვებ-გვერდზე BILETEBI.GE

რაგბი, რაღა თქმა უნდა, გუნდური თამაშია. შაბათს, დინამოზე, ვლინდება ჩემპიონი და ‘ანთიმოზ ივერიელის თასის’ მფლობელიც, მაგრამ ინტრიგას პირადული მომენტიც ამძაფრებს

 

საქმე ისაა, რომ ერთმანეთს გაეჯიბრება ორი მოწინავე მექულე –  ქიქერი:

 

ქართველი მერაბ კვირიკაშვილი და რუმინელი ფლორინ ვლაიკუ

 

ვლაიკუ წლეულს გამორჩეულად კარგად ირჯება: წინა შაბათს, გერმანიასთან, 59’ წუთზე, ჯარიმა კარში კიდევ დაარტყა, რითაც ანგარიში  42:0 გახადა

 

ერთი შეხედვით ესოდენ ულოგიკო გადაწყვეტილების მიზეზი ის იყო, რომ ოსტატმა საკარიერო მონაგარი 700 ქულას უსწორა, და თანაც ეგონა, პირველი ვარ ‘რაგბი ევროპაზე’, ვინაც ეს მიჯნა გადალახაო

 

არადა, რუმინელს დაავიწყდა ჩვენი მეკო, ვინაც ისე, რომ პირად რეკორდს არასოდეს გამოჰკიდებია, იგივე ზღვარი იმავე დღეს, სოჭში გადალახა ვლაიკუზე ადრე – 50’ წუთზე, მეორე ლელოს გარდასახვისას * 17:0

 

რაკი სოჭსა და იაშში თამაშები ერთდროულად დაიწყო, სწორედ რომ კვირიკაშვილიაპირველი ერთათასელი, ვინაც საქართველოს და რაგბი ევროპის ისტორიაში პირველადდაძლია 700

 

მეკო 703 ქულით იწყებს შაბათის რკენას, ხოლო ფლორინი – ერთით ნაკლებით

რუმინეთთან უძლიერესი შემადგენლობით

 

ტრადიციულად მატჩამდე ორი დღით ადრე ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა ნაკრების სამატჩო რაზმი დაასახელა. ერთი კვირის წინ, რუსეთთან რკენის შემდეგ ბორჯღალოსანთა 15-ეულში ერთბაშად 6 სიახლეა

 

უკანა ხაზში ორი ცვლილებაა:

 

გარემარბად დაბრუნდა სასჯელ’მოხდილი გიორგი ფრუიძე, 9 ნომრად კი – სოჭში დამარქაფებული ვასო ლობჟანიძე

 

შერკინება სანახევროდ გადახალისდა:

 

მარცხენა ბურჯად დაგვიბრუნდა დასვენებული მიხეილ ნარიაშვილი,
კვაჭად კი მარქაფიდან დაწინაურდა ჯაბა ბრეგვაძე

 

7 ნომრად მსოფლიო თასის შემდეგ პირველად ითამაშებს საქართველოს საუკეთესო მორაგბედ არჩეული მამუკა გორგოძე, 8 ნომრად კი – ესოდენ მნიშვნელოვან თამაშს – პირველად დაიწყებს მზარდი ბექა გორგაძე

 

ტრავნები

როგორც ადრე გაცნობეთ ესპანეთის მატჩის დროს მიღებული ბარძაყის კუნთების ტრავმის გამო გიორგი თხილაიშვილი ორ თვიან რეაბილიტაციას გადის. მხარის ძველი ტრავმა გაუმიზეზდა დუდუ ქუბრიაშვილს. სამწუხაროდ რუმინეთთან მატჩს გამოტოვებს მერაბ შარიქაძეც – მას კოჭ-წვივის ტრავმა ბოლომდე არ მოუშუშავს და რეაბილიტაცია სავარაუდოდ კიდევ 10 დღეს გასტანს.

საქართველოს ბორჯღალოსნები

15. მერაბ კვირიკაშვილი
14. გიორგი ფრუიძე
13. დავით კაჭარავა
12. თამაზ მჭედლიძე
11. სანდრო თოდუა
10. ლაშა ხმალაძე
9. ვასილ ლობჟანიძე

1. მიხეილ ნარიაშვილი
2. ჯაბა ბრეგვაძე
3. ანტონ ფეიქრიშვილი
4. გიორგი ჩხაიძე
5. გიორგი ნემსაძე
6. შალვა სუთიაშვილი^კაპ
7. მამუკა გორგოძე
8. ბექა გორგაძე

#ბორჯღალოსნების სამატჩო რაზმისაქართველო vs რუმინეთი 19/03/2016, 17:00 #დინამოარენა#უკანახაზი [ბექები]15 მერაბ კვირიკა…

Posted by საქართველოს რაგბის კავშირი / Georgian Rugby Union (Official) on Thursday, 17 March 2016

Rugby.GE

მსგავსი სიახლეები
რაგბი

საქართველოს ნაკრები ქომაგებს იაპონურად დაემშვიდობა (ვიდეო)

11 დეკემბერს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა იაპონიაში მიმდინარე 2019 წლის მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი გამართა. “ბორჯღალოსნები” […]...
წაკითხვა
რაგბი

მერაბ შარიქაძის ემოციური სიტყვები მილტონ ჰეიგს (ვიდეო)

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ 2019 წლის მსოფლიო თასზე გამართული ბოლო შეხვედრის შემდეგ მილტონ […]...
წაკითხვა
რაგბი

მერაბ შარიქაძე: “იმედი მაქვს, მომდევნო მსოფლიო თასზე უკეთესად გამოვალთ”

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გამართული ბოლო მატჩის შემდეგ კომენტარი […]...
წაკითხვა
რაგბი

სანდრო თოდუას ლელო ავსტრალიის ნაკრების წინააღმდეგ (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Go Georgia 😂 wow….! #AUSvGEO #RugbyWorldCup pic.twitter.com/wr3p7ZspCx — -🇦🇺🇺🇸🇦🇺- (@Frolencewalters) October 11, 2019...
წაკითხვა
რაგბი

გელა აფრასიძის მძიმე დაზიანება ავსტრალიასთან მატჩში (ვიდეო)

მსოფლიო თასზე, საქართველოსა და ავსტრალიის მორაგბეთა ნაკრებებს შორის მიმდინარე მატჩის 51-ე წუთზე გელა აფრასიძემ მოედანზე […]...
წაკითხვა
რაგბი

მილტონ ჰეიგი: “ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი შემადგენლობა, რომლის დაყენებაც შეგ

11 ოქტომბერს ავსტრალიასთან შიზუოკაში გასამართი მატჩისთვის შემადგენლობის დასახელების შემდეგ, ბორჯრალოსნებმა ჯაბა ბრეგვაძემ, სოსო მათიაშვილმა და [&helli...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ავსტრალიის წინააღმდეგ

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 2019 წლის მსოფლიო თასის დასკვნითი შეხვედრისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. ჩვენი გუნდი 11 […]...
წაკითხვა
რაგბი

მერაბ შარიქაძე: “ყველა მოთამაშეს და განსაკუთრებით მე, გვრცხვენია”

2019 წლის მსოფლიო თასზე ბორჯღალოსნები დასკვნით შეხვედრას 11 ოქტომბერს, საქართველოს დროით 14:15 საათზე ავსტრალიის წინააღმდეგ […]...
წაკითხვა
რაგბი

მერაბ შარიქაძე: “გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი”

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ ფიჯისთან განცდილი მარცხის (10:45) შემდეგ კომენტარი გააკეთა და ქართველ […]...
წაკითხვა
რაგბი

მამუკა გორგოძის ლელო ფიჯის წინააღმდეგ (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო A couple of stunning stereotypical #Fiji tries are countered by the most Mamuka […]...
წაკითხვა
რაგბი

ურუგვაელი მორაგბე საქართველოს ნაკრებთან მატჩში მომხდარის გამო 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით

ურუგვაის ნაკრების ბურჯი, ფაკუნდო გატასი სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. ურუგვაელმა მორაგბემ 29 სექტემბერს საქართველოს წინააღმდეგ გამართულ [&hell...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ფიჯის წინააღმდეგ

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა 2019 წლის მსოფლიო თასზე ფიჯისთან გასამართი შეხვედრისათვის შემადგენლობა დაასახელა. ფიჯისთან […...
წაკითხვა
რაგბი

სახალისო ვიდეო: მილტონ ჰეიგი ურუგვაისთან მატჩის მიმდინარეობისას (ვიდეო)

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელ მილტონ ჰეიგისათვის ურუგვაისთან გამართული მატჩი რთული გამოდგა იმ თვალსაზრისით, რომ მას […]...
წაკითხვა
რაგბი

რაგბის მსოფლიო თასის ორგანიზატორებმა საქართველოს ბოდიში მოუხადეს

რაგბის მსოფლიო თასის ორგანიზატორებმა ქართულ მხარეს ურუგვაისთან მოგების შემდეგ სტადიონზე ჩართული რუსული სიმღერის გამო ბოდიში […]...
წაკითხვა