საქართველო რუსეთთანაც დამარცხდა
ევროპის 17-წლამდელთა ელიტრაუნდის მეორე მატჩში საქართველოს ნაკრები რუს თანატოლებთან მინიმალური სხვაობით, 0:1 დამარცხდა.
არადა, ქართველებს ამ მატჩში გოლის გატანის არაერთი შესაძლებლობა ჰქონდათ.
უკვე პირველივე წუთზე მეტოქის საჯარიმოში სახიფათოდ დავით კიკალიშვილმა ჩააწოდა, თუმცა ოშედეგოდ. ცოტა ხანში ხარაბაძის სახიფათო დარტყმული მეკარე ლოსარევსკიმ კუთხურზე მოიგერია. ორ წუთში შორიდან არაზუსტად გიორგი კუციამ დაარტყა. მე-12 წუთზე რუსეთის მეკარეს ქავთარაძის დარტყმის მოგერიებაც მოუწია. ათ წუთში სახიფათოდ რუსებმა შეუტიეს, ლაცევიჩის ჯარიმა მეკარე გუგეშაშვილმა მოიგერია. 33-ე წუთზე ქართველებს გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდათ, როდესაც რუსმა გოლიპერმა კარი დატოვა, მაგრამ ივანიძის დარტყმული არაზუსტი აღმოჩნდა. პირველი ტაიმის ბოლო წუთზე რუსეთის ნაკრებმა კუთხურის შემდეგ ანაგრიში გახსნა – თავური დარტყმით გოლი გრულევმა გახსნა.
მეორე ტაიმი ჭაკვეტაძის არაზუსტი დარტყმით დაიწყო. მე-60 წუთზე გუგეშაშვილს კვლავ თამაშშიჩართვა მოუწია, როდესაც კვლავ ლაცევიჩის დარტყმის მოგერიება მოუწია. დარჩენილ დროში ქართველებს განსაკუთრებული ვერაფერი შეუქმნიათ.
საბოლოოდ, 0:1 და ვასილ მაისურაძის გუნდი მიმდინარე ელიტრაუნდის მეორე მატჩშიც დამარცხდა და ამჟამად ჯგუფში ბოლო ადგილზე იმყოფება.
რუსეთი U17 – საქართველო U17 1:0
გოლი: გრულევი 40+
შემდეგი მატჩი ქართველ 17-წლამდელებს შაბათს იტალიასთან უწევთ, რომელიც დღეს ბოსნია და ჰერცეგოვინასთან ამავე ანგარიშით დამარცხდა.