საქართველო საუდის არაბეთს ესპანეთში შეხვდება
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მომდევნო საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრას საუდის არაბეთის წინააღმდეგ ჩაატარებს. თემურ ქეცბაიას გუნდი, ფიფას რეიტინგში 75-ე საფეხურზე მყოფ ნაკრებს ესპანეთში დაუპირისპირდება. ამხანაგური მატჩი საქართველოსა და საუდის არაბეთის ნაკრებ გუნდებს შორის 29 მაისს ქალაქ ხერესში ჩატარდება. თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით გუნდი 23 მაისს შეიკრიბება. მატჩის მასპინძელი სტადიონი რამდენიმე დღეში დაზუსტდება. საქართველოს ნაკრებმა სეზონის პირველი შეხვედრა თბილისში, 5 მარტს, ლიხტენშტაინის წინააღმდეგ ჩაატარა და 2:0 მოიგო. შეგახსენებთ, რომ წლის პირველ ოფიციალურ თამაშს ქართველი ფეხბურთელები 7 სექტემბერს ჩაატარებენ. ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, თემურ ქეცბაიას გუნდი თბილისში ირლანდიის ნაკრებს შეხვდება.
სფფ-ს პრესსამსახური.