საქართველო – სერბეთი: სავარაუდო შემადგენლობები, სტატისტიკა, ფაქტები

თარიღი: მარტი 24, 2017

საქართველო – სერბეთი
შეხვედრის ადგილი: თბილისი, “დინამო არენა”
შეხვედრის დრო: პარასკევი, 24 მარტი, 21:00
მთავარი არბიტრი: ფელიქს ცვაიერი (გერმანია)


24 მარტს, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები თბილის სერბეთს უმასპინძლებს. ამ გუნდებს ერთამენთის წინააღმდეგ აქამდე არასოდეს უთამაშიათ.

D ჯგუფში გამართული ოთხი შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს მხოლოდ ორი ქულა აქვს და ცხრილში მეხუთე ადგილს იკავებს, ვაისის გუნდი მხოლოდ მოლდოვას უსწრებს. რაც შეეხებათ სერბებს, მუსლინის შეგირდები 8 ქულით მეორე პოზიციაზე არიან და პირველ ადგილზე მყოფ ირლანდიას ორი ქულით ჩამორჩებიან.

საქართველოს ნაკრები მატჩს სერიოზული დანაკლისით ხვდება – ყვითელი ბარათების გამო, თამაშის უფლება არ ჰქონდა თორნიკე ოქრიაშვილს, რომელმაც რამდენიმე კვირის ტრავმაც მიიღო. ტრავმის გამო თამაშს ვერ შეძლებს “ემპოლის” თავდამსხმელი, ლევან მჭედლიძე. ასევე, ვაისის განცხადებით თამაშს ვერ შეძლებს მურთაზ დაუშვილი.

სერბეთის ნაკრებში საკმაოდ მაღალი დონის ფეხბურთელები ირიცხებიან, რასაც ისიც ადასტურებს, რომ ისინი პრემიერ ლიგის, სერია A-სა და ბუნდესლიგის კლუბებში თამაშობენ. ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ნემანია რადოია არ ითამაშებს. “სელტას” ნახევარმცველი სამატჩო განაცხადში არის, მაგრამ როგორც ირკვევა, მას გადატვირთული სეზონის გამო დაასვენებენ.


საქართველოს ნაკრების ბოლო 5 მატჩი:

25/01/17 ამხ. იორდანია საქართველო 1:0 
23/01/17 ამხ. უზბეკეთი საქართველო 2:2
12/11/16 მსფ. საქართველო მოლდოვა 1:1
09/10/16 მსფ. უელსი საქართველო 1:1
06/10/16 მსფ. ირლანდია საქართველო 1:0

სერბეთის ნაკრების ბოლო 5 მატჩი:

30/01/17 ამხ. აშშ სერბეთი 0:0
15/11/16 ამხ. უკრაინა სერბეთი 2:0
12/11/16 მსფ უელსი სერბეთი 1:1
09/10/16 მსფ. სერბეთი ავსტრია 3:2
06/10/16 მსფ. მოლდოვა სერბეთი 0:3

ვლადიმირ ვაისი:
“განწყობა კარგია, მიუხედავად დანაკლისისა. არ გვყავს ოქრიაშვილი, მჭედლიძე, დაუშვილი. ჩვენ რამდენიმე სქემაზე ვმუშაობთ და თამაშის დღეს გადავწყვეტთ, თუ რომელი სქემით ვითამაშებთ.

ტრავმების შემდეგ ორი გამოცდილი ფეხბურთელის ყოლა გადავწყვიტე. ესენი ლობჟანიძე და დვალიშივლი არიან. რაც შეეხება სხვებს: როგორც გითხარით, ორ სქემაზე ვმუშაობთ, ერთი 3-4-3-ია. აბუ დაბის შეკრებაზე განსაკუთრებით ჯიმი ტაბიძე და გიორგი რეხვიაშვილი მომეწონა. სწორედ ისინი მოერგებიან ამ სქემას.

ჩვენი სიტუაციიდან გამომდინარე, აუცილებელია B გეგმის არსებობა. გვაკლია სამი წამყვანი ფეხბურთელი და არა ორი: ეს დაუშვილსაც ეხება. გუნდშია გიორგი არაბიძე, რომელიც ახლა თუ არა, ლატვიასთან აუცილებლად იქნება. ჩვენი დანაკლისი იგივეა, რაც სერბეთს მიტროვიჩი და ტადიჩი რომ არ ჰყავდეს. თუმცა, გუნდი ვითარდება, რაც მნიშვნელოვანია.”

სლავოლუბ მუსლინი:
“ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს ნაკრებს კარგი გუნდი ჰყავს. მართალია, გამარჯვება არ გაქვთ, მაგრამ თამაშის ხარისხიდან გამომდინარე მეტს იმსახურებთ. ჩვენი მიზანია სამი ქულის მოპოვებაა. თქვენი ნაკრებიდან ჯანო ანანიძეს გამოვარჩევ. ზოგადად, კარგი ფეხბურთელები გყავთ.

ჩვენ ყოველ თამაშში ვუმატებთ. ბოლო მატჩებში ჩვენი გუნდი ისე თამაშობდა, როგორც ფეხბურთელებს ინდივიდუალურ კლასს შეეფერება. ბოლო დროს ჩატარებული მატჩებით კმაყოფილი ვარ.”


საინტერესო ფაქტები:

– საქართველოს ნაკრების ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები ჯანო ანანიძე, სოლომონ კვირკველია და ვალერი ყაზაიშვილი არიან – თითოეული მათგანი “ტრანსფერმარკტს” 3 მილიონ ევროდ ჰყავს შეფასებული.

– სერბების ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი “ჩელსის” ნახევარმცველი, ნემანია მატიჩია, რომელიც 38 მილიონადაა შეფასებული. 15-15 მილიონ ევროდ არიან შეფასებულნი ლაზარ მარკოვიჩი და დუშან ტადიჩი.

– მოქმედი ფეხბურთელებიდან, საქართველოს ნაკრების ბომბარდირი, 9 გოლით თორნიკე ოქრიაშვილია, რომელიც დღეს სამატჩო განაცხადში არ არის. “ოქრის” შემდეგ, “ჯვაროსანთა” ბომბარდირებში 5-5 გოლით კანკავა, ყაზაიშვილი და დვალიშვილი მოდიან.

– მოქმედი ფეხბურთელებიდან, სერბეთის ნაკრების ბომბარდირი ბრანისლავ ივანოვიჩია, რომლის ანგარიშზეც 12 გოლია.

– მოქმედი ფეხბურთელებიდან, საქართველოს ნაკრების მაისურით ყველაზე მეტი მატჩი ჯაბა კანკავას (31) აქვს ჩატარებული, ხოლო სერბების მხრიდან ამ მაჩვენებლით ბრანისლავ ივანოვიჩი (90) ლიდერობს.


მთავარი არბიტრი – ფელიქს ცვაიერი

ფელიქს ცვაიერი გერმანელი არბიტრია. 35 წლის მსაჯმა ბუნდესლიგის 120 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ჩემპიონთა ლიგაზე ხუთი შეხვედრა განსაჯა, ხოლო მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე – 3. სულ კი, ის 399 შეხვედრის მთავარი არბიტრი იყო.

მატჩი – 399
ყვითელი ბარათი – 1637
წითელი ბარათი – 87
პენალტი – 101


საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა:

ლორია; კაკაბაძე, კვირკველია, კაშია, ნავალოვსკი; კანკავა, გვილია, ყაზაიშვილი, ანანიძე, ჯიღაური; ქვილითაია.

სერბეთის ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა:

სტოიკოვიჩი; ივანოვიჩი, მიტროვიჩი, მაქსიმოვიჩი, კოლაროვი, რუკავინა; მატიჩი, მილივოჟევიცი, ტადიჩი, კოსტიჩი; მიტროვიჩი.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

წინასწარ დაგეგმილი – პულიშიჩისა და ჟირუს კომბინაცია “ნორვიჩთან” მატჩში (

14 ივლისს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “ჩელსიმ” საკუთარ მოედანზე “ნორვიჩი” მიიღო და მეტოქე 1:0 დაამარცხა. შეხვედრის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ გამოიყურება კეილორ ნავასი ამჟამად (ფოტო)

12 ივლისს, “პარი სენ-ჟერმენმა” “ლე ავრთან” ამხანაგური მატჩი გამართა და 9:0 გაიმარჯვა. პარიზელთა მეკარე, კეილორ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოურინიომ უეფას გადაწყვეტილება შეაფასა – შერცხვენა, კატასტროფა, ცირკი

უეფამ “მანჩსტერ სიტის” ევროტურნირებიდან ორი წლით მოხსნის გადაწყვეტილება გააუქმა, თუმცა ფულადი ჯარიმა 8 მილიონი ევროს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რეალი” ფანებს: “არ აღვნიშნოთ ჩემპიონობა მასობრივი თავშეყრით”

მადრიდის “რეალმა” საკუთარ ფანებს მიმართა და მოუწოდა მათ, რომ “სამეფო კლუბის” გაჩემპიონების შემთხვევაში, პლაზა დე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ნაპოლი” ახალგაზრდა ტალანტის ტრანსფერში 80 მილიონს გადაიხდის

ვიქტორ ოსიმჰენი ის ფეხბურთელია, რომლის ტრანსფერშიც “ნაპოლი” უახლოეს 48 საათში ფრანგულ “ლილს” 81 მილიონ ევროს […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ანანიძე: “სპორტი და პოლიტიკა უნდა გაიმიჯნოს, შენგელია კარიერაზე ფიქრობს”

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძე რუსულ გამოცემა Sport24-ს თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერთან დაკავშირებით [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდუ “იუვენტუსის” დატოვებას არ გეგმავს, მას ორი მთავარი მიზანი აქვს

ტურინის “იუვენტუსის” პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ, კლუბის დატოვებას არ გეგმავს. ამ ინფორმაციას იტალიური ტაბლოიდი Tuttos...
წაკითხვა
ფეხბურთი

სოსო ფრუიძე: “მივხვდი, თუ რატომ ვერ აღწევს “ლოკომოტივი” წარმატებას”

“ლოკომოტივის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ “ლოკომოტივიდან” წამოსვლაზე საინტერესო კომენტარი გააკეთა “ფაქტორი ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რეინალდომ ბათუმის “დინამოში” პირველი გოლი გაიტანა (ვიდეო)

ბრაზილიელმა რეინალდომ ბათუმის “დინამოს” შემადგენლობაში პირველი მატჩი ჩაატარა და პირველი გოლიც გაიტანა. რეინალდომ “ბახმაროს” წი...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოურინიო “სიტისთვის” ევროთასებზე დისკვალიფიკაციის მოხსნაზე: “სამარცხვინო

სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ “მანჩესტერ სიტის” ევროთასებზე დაწესებული ორწლიანი დისკვალიფიკაცია მოუხსნა, ხოლო საჯარიმო თანხა 30 მილიონ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონამ” 2020-2021 წლების სეზონის საშინაო ფორმა წარადგინა (ფოტო, ვიდეო)

კატალონიის “ბარსელონამ” 2020-2021 წლების სეზონის საშინაო ფორმა წარადგინა. View this post on Instagram 🎁 Barça's […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჰანდანოვიჩის კურიოზული შეცდომა “ტორინოსთან” მატჩში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Inter 0-1 Torino (Belotti) scores after being gifted a goal by Handanovic pic.twitter.com/mYgQomFCxt […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სანემ “ბაიერნში” პირველი ვარჯიში ჩაატარა (ვიდეო)

“მანჩესტერ სიტიდან” მიუნხენის “ბაიერნში” გადაბარგებულმა ლეროი სანემ გერმანული გუნდის შემადგენლობაში პირველი ვარჯიში ჩაატარა. შ...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ ავტომობილით მივიდა ედენ აზარი “რეალის” ვარჯიშზე (ფოტო)

მადრიდის “რეალის” ფეხბურთელმა, ედენ აზარმა ახალი ავტომობილი შეიძინა. გავრცელებული ინფორმაციით, ბელგიელმა შემტევმა ლამბორგინიში 550 000 [&h...
წაკითხვა