საქართველო – სლოვაკეთი 1:1 (ვიდეო)
6 დეკემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა სლოვაკეთს ფუტსალის ნაკრებთან პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართა.
შეხვედრის პირველი ნახევარი გარდამავალი უპირატესობის მიუხედავად გატანილი გოლების გარეშე ფრედ 0:0 დასრულდა. მეორე ტაიმში ანგარიში ჩვენმა გუნდმა გახსნა, საქართველოს ნაკრების წევრმა რონინიომ ეფექტური დარტყმით 30-ე წუთზე გაიტანა. გაშვებული გოლის შემდეგ სტუმრები გააქტიურდნენ და 36-ე წუთზე მარტინ დოშას გოლით ანგარიში გათანაბრდა ფრე 1:1.
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, საქართველოსა და სლოვაკეთის ფუტსალის ნაკრებები მეორე ამხანაგურ შეხვედრას 7 დეკემბერს 19:00 საათზე კვლავ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართავენ. მატჩზე დასწრება თავისუფალია
საქართველო – სლოვაკეთი 1:1
თბილისი, ოლიმპიური სასახლე
საქართველო: კუპატაძე, ჭანუყვაძე, თოდუა, რონინიო, ტიკურიშვილი
მთ. მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი
სლოვაკეთი: ბრნდიარი, რიკი, კოზარი (კ), ბრუნოვსკი, დრაჰოვსკი
მთ. მწვრთნელი: მარიან ბერკი
სათადარიგო:
საქართველო: ჯამბურია, ლუკავა, კურტანიძე, თოფურია, კობაიძე, მაისაია, ბობოხიძე (კ), სებისკვერაძე, სოზაშვილი, ზედელაშვილი
სლოვაკეთი: ჰერკო, რაფაი, სმეჟიჩკა, ბელანიკი, ჰუდეკი, პაშტერნაკი, მარუშინეცი, დოშა
მსაჯები: შოთა ქუხილავა, ბაკურ ნინუა, ზვიად ბლიაძე, გრიგოლ ბლიაძე (თაიმკიპერი)
GFF.GE