საქართველო – სომხეთის საბრძოლო ფრე პოლონეთში
ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველოს ნაკრები სომხეთის ნაკრებს პოლონეთში დაუპირისპირდა და 2-2 ითამაშა. შენგელია პირველივე წუთზე ბანერს თავით შეეჯახა, მოედანზე დაბრუნება 6 წუთი ვერ შეძლო და ზუსტად მე-6 წუთზე მისი ფლანგიდან კონტრშეტევა გამოგვეპარა და ბაირამიანმა ანგარიში გახსნა. უამრავი მომენტის მიუხედავად, პირველ ტაიმში ანგარიში ვერ გავათანაბრეთ.
მე-2 ნახევრის პირველივე წუთზე შენგელიამ კარგი სოლორეიდის შემდეგ კაჭარავას მკერდზე დაასვა და ნიკამაც გაიტანა. უპირატესობას ვფლობდით და 74-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ოქრიაშვილმა წინ გაგვიყვანა. მოედანზე ცენტრი შეიცვალა და ბუბა დაუშვილი გამოვიდა, რომელსაც 87-ე წუთზე ბურთი ხელზე მოხვდა და პენალტი ჰენრიკ მხითარიანმა გაიტანა – 2:2.
ვაისმა 9 ცვლილება განახორციელა და საბოლოო ჯამში, საბრძოლო ფრე გამოვიდა. ჯგუფის მე-2 მატჩში ესტონეთმა და ჩრდ.მაკედონიამ 3-3 ითამაშეს. ჯგუფს 5-5 ქულით სწორედ ჩრდ.მაკედონელებთან ერთად ვლიდერობთ.
სომხეთი 2-2 საქართველო
გოლები: ბაირამიანი 6, მხითარიანი 88 – კაჭარავა 46, ოქრიაშვილი 74
სომხეთი: იურჩენკო – ჰოვჰანესიანი, ჰაროიანი, კალისირი, ჰოვჰანესიანი – ანგულო, გრიგორიანი – ბარსეგიანი, მხითარიანი, ბაირამიანი – კარაპეტიანი
მთავარი მწვრთნელი:
საქართველო: მაკარიძე – ჯიღაური, კობახიძე, გრიგალავა, ნავალოვსკი – კანკავა (კვეკვესკირი 71), აბურჯანია (დაუშვილი 76), გვილია (ოქრიაშვილი 61), – შენგელია (ლობჟანიძე), ყაზაიშვილი – კაჭარავა
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ვაისი