საქართველო – ტონგა, ბილეთების გაყიდვა დაიწყო!
2014 წლის ნოემბრის ტესტ სერიის პირველ საშიანო მატჩამდე 5 დღე რჩება – 8 ნოემბერს ‘ბორჯღალოსნები’ ტონგელ ‘ზღვის არწივებს’ მესხის სტადიონზე ერკინებიან. შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება.
ბილეთების გაყიდვა დაიწყო!
დღეს, 3 ნოემბერს მესხის სტადიონის სალაროებში დაიწყო მატჩის ბილეთების გაყიდვა. დღეიდან ყოველდღიურად მსურველებს ბილეთების შეძენა 11 საათიდან 19 საათამდე შეეძლებათ.
შეგახსენებთ, რომ მატჩზე დასასწრები ბილეთები 3 და 5 ლარი ღირს და რომ ყველა ბილეთი დანომრილია.
ტონგას სავსე ტრიბუნებით დავხვდეთ!
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტ-სერიაში ბოლო რამოდენიმე წელიწადია რაც მონაწილეობენ. წლეულს პირველივე საშინაო ტესტში ტონგას, 2015 წლის მსოფლიო თასზე ჯგუფური ეტაპის კონკურენტ ნაკრებ გუნდს ვეთამაშებით. აქედან გამომდინარე ძალზე მნიშვნელოვანია 8 ნომბერის ტესტ-მატჩზე სტადიონის გავსება და მხურვალე ქომაგობა. ქართული რაგბის ყველა ქომაგს მოგიწოდებთ დროულად იზრუნოთ ბილეთების შეძენაზე, 8 ნომებერს თამაშამდე ერთი საათით ადრე მობრძანდეთ მესხის სტადიონზე და ერთად ვუქომაგოთ ბორჯღალოსნებს!
რაგბი ჩვენი თამაშია!
მესხის სტადიონის ბილეთების კატეგორიების სქემა >>>
Rugby.GE