საქართველო-ტონგა: ბორჯღალოსნების სასტარტო შემადგენლობა
ნოემბრის ტესტ-სერიის პირველ მატჩამდე ორი დღეს რჩება. 8 ნოემბერს ბორჯღალოსნები მესხის სტადიონზე ტონგას ეროვნულ ნაკრებს დაუხდებიან. შეგახსენებთ, რომ მატჩი თბილის დროით 17:00 საათზე დაიწყება და რომ ბილეთები სტადიონის სალაროებში იყიდება. ბილეთის ფასი 3 და 5 ლარს შეადგენს.
ბორჯღლოსნებმა ნოემბრის ტესტ სერიისთვის მზადება 26 ოქტომბერს ტულუზაში შეკრებით დაიწყეს, სადაც სამი დღის განმავლობაში სამწვრთნელო შტაბი მოთამაშეების კონდიციას სწავლობდა. თბილისური შეკრება კი 3 ნოემბერს, შევარდენის სანაკრებო ბაზაზე დაიწყო. სამწვრთნელო შტაბის განკარგულებაში 28 ბორჯღალოსანია. მოგეხსენებათ, რომ წლევანდელ სანოემბრე სეზონში ტრავმების გამო ვერ ვიხილავთ მამუკა გორგოძეს, დავით ზირაქაშვილს და შალვა სუთიაშვილს. ტრავმების შემდეგ რეაბილიტაციას გადიან ვასილ კაკოვინი, ჯაბა ბრეგვაძე, თედო ზიბზიბაძე, ანტონ ფეიქრიშვილი და დავით ხინჩაგიშვილი.
„ტრავმები აწუხებთ ისეთ მოთამაშეებს, რომლებიც აუცილებლად მოხვდებოდნენ შემადგენლობაში, რაც გულდასაწყვეტია. მეორესმხრივ ეს საქმეში მათი შემცვლელების ნახვის კიდევ ერთი შესაძლებლობაა, რომლებმაც უნდა დაამკტკიცონ, რომ რაზმში მოხვედრას იმსახურებენ. ხშირად გუნდში „ახლების“ ენთუზიაზმი დანარჩენ მოთამაშეებს გადაედებათ ხოლმე, მეც ამის იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ნოემბრის სერიის განმავლობაში, ყოველი მათგანი თავდაუზოგავად ივარჯიშებს და გამორჩეულად ითამაშებს“ განაცხადა მილტონ ჰეიგმა.
ჩვენი მეტოქე თბილისშია
ტონას ეროვნული ნაკრები თბილისში კვირის დასაწყისში ჩამოვიდა, რომლებიც 8 ნოემბრის ტესტისთვის მზადებას ავჭალის სარაგბო სტადიონზე გადიან. მთავარი მწვრთნელის, მანა ოთაის განცხადებით, თბილისამდე გუნდმა რამდენიმე დღიანი შეკრება დიდ ბროტანეთში გაიარა და რომ საქართველოში კარგად მომზადებულნი ჩამოვიდნენ. შეგახსენებთ, რომ ტონგა 2015 წლის მსოფლიო თასის „C“ ჯგუფში ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი კონკურენტია. საქართველომ და ტომგამ უკანასკნელად 1999 წელის 28 მარტს, მსოფლიო თასის რეპეშაჟში ითამაშეს თბილისში. ის შეხვედრა ბორჯღალოსნებმა ერთი ქულის სხვაობით – 28:27 მოიგეს, მაგრამ მანამდე ტონგაში 37:6 წაგების გამო, მაშინ ვერ მოვახერხეთ მსოფლიოზე გასვლა.
ბორჯღალოსნების სამატჩო რაზმი
საქართველო-ტონგას ტესტ-მატჩამდე 48 საათით ადრე, საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ბორჯღალოსნების სასტარტო შემადგენლობა დაასახელა:
შერკინება
1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. დავით ქუბრიაშვილი, 4. კოტე მიქაუტაძე, 5. ლევან დათუნაშვილი, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. ვიქტორ კოლელიშვილი, 8. გიორგი ჩხაიძე.
ღერძი
9. გიორგი ბეგაძე, 10. ლაშა ხმალაძე
ხაზი
11. თამაზ მჭედლიძე, 12. მერაბ შარიქაძე, 13. დავით კაჭარავა, 14. ირაკლი მაჩხანელი (კაპ), 15. მერაბ კვირიკაშვილი
მარქაფა
16. სიმონ მაისურაძე, 17. ზურაბ ჟვანია, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. გიორგი ნემსაძე, 20. ლაშა ლომიძე, 21. ვაჟა ხუციშვილი, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. სანდრო თოდუა
Rugby.GE