საქართველო უეფა-ს ფეარ პლეის ჯილდოს მფლობელი გახდა

თარიღი: იანვარი 18, 2020

უეფამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, წლის ერთ-ერთ მთავარ ნომინაციაში სპეციალური პრიზი გადასცა. ფეარ პლეის შედეგების გათვალისწინებით, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ 55 წევრი ასოციაციიდან სამი საუკეთესო დაასახელა. მათ შორის, ფეარ პლეის ლიდერი ქვეყანა, ფეარ პლეის თვალსაზრისით ყველაზე პროგრესირებადი ქვეყანა და ყველაზე მოწესრიგებული გულშემატკივრით გამორჩეული ევროპული ქვეყანა.

2018/2019 წლის საფეხბურთო სეზონში, ფეარ პლეის რეიტინგში, საქართველოს წინა სეზონთან შედარებით მთელი ევროპის მასშტაბით ყველაზე დიდი პროგრესით პირველ ადგილს იკავებს. საქართველომ აღნიშნული პრიზი უკვე მეორედ მიიღო და პირველად 2016/17 წლებში დაჯილდოვდა.

წესების თანახმად, აღნიშნულ შედეგში გათვალისწინებულია, ფეარ პლეის შეფასება, რომელიც საქართველომ უეფას ეგიდით გამართულ როგორც საკლუბო, ისე ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მატჩებზე მიიღო 2018 წლის 1 ივლისიდან 2019 წლის 30 ივნისამდე.

შეფასება დამოკიდებულია უეფა-ს ფეარ პლეის ანგარიშზე, რომელსაც თითოეული მატჩის შემდეგ უეფა-ს მატჩის დელეგატი ადგენს მსაჯებთან და დამკვირვებლებთან კონსულტაციის შედეგად.

ფეარ პლეის მთავარი ჯილდო მიმდინარე სეზონში ფინეთს გადაეცა. ქცევით გამორჩეული გულშემატკივრის ჯილდოს მფლობელი კი ფარერის კუნძულები გახდა. სამივე ფედერაცია, უეფასგან ჯილდოს სახით ფულად პრემიას მიიღებს.

სფფ-ის პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ეროვნული ლიგა – “დინამო ბათუმმა” “საბურთალო” 4-1 გაანადგურა!

ეროვნული ლიგის მე-15 ტურში “დინამო ბათუმმა” “საბურთალო” მიიღო და 4-1 გაანადგურა. ანგარიში მე-6 წუთზე უძლიერესი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქართველების “როტორი” პრემიერ ლიგიდან გავარდა

ვოლგოგრადის “როტორმა” დღეს ყაზანის “რუბინთან” 1-1 ითამაშა და რუსეთის პრემიერ ლიგიდან გავარდა. “როტორის” ძირითადში ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი ქვილითაია: “ემოციებისგან მთელი ღამე არ მეძინა, ამ ხალხმა ყველაფერი დაიმსახურა

თემურ ქეცბაიას “ანორთოსისმა” კვიპროსის თასის ფინალში ნიქოზიის “ოლიმპიაკოსი” დამატებით დროში 2-1 დაამარცხა და გამარჯვებული გახდ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ანორთოსისი” კვიპროსის თასის გამარჯვებულია!

ქართველების “ანორთოსისმა” ნიქოზიის “ოლიმპიაკოსი” კვიპროსის თასის ფინალში 2-1 დაამარცხა და გამარჯვებული გახდა. 4-ვე ქართველი &#...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა კარიერა 27 წლის ასაკში დაასრულა

საქართველოს ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, ლუკას ჰუფნაგელმა კარიერის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება 27 წლის ასაკში მიიღო. ამ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“თელავი” გიორგი მიქაძემ ჩაიბარა

საფეხბურთო გუნდ “თელავს” 41 წლის სპეციალისტი, გიორგი მიქაძე გაწვრთნის. “გიორგი მიქაძე 1980 წლის 21 მარტს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯანო ანანიძემ ტრავმა მიიღო

თბილისის “დინამოს” ახალწვეულმა, ჯანო ანანიძემ ტრავმა მიიღო და გაურკვეველი დროით იუქმებს. ჯანომ 8 მაისს სადებიუტო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გურამ კაშია სინოფარმით აიცრა (ფოტო)

თბილისის “ლოკომოტივისა” და საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი გურამ კაშია კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა სინოფარმით აიცრა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბილეთი 800 ლარად – “ბათუმი არენაზე” ადგილები წამებში იყიდება

16 მაისს ბათუმის “დინამო” ეროვნული ლიგის მე-14 ტურში “საბურთალოს” მიიღებს. ბილეთების გაყიდვა დაწყებულია და უკვე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

40 წელი ისტორიული გამარჯვებიდან – 1981 წლის 13 მაისი!

ზუსტად 40 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თბილისის “დინამომ” 1981 წლის 13 მაისს თასების მფლობელთა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვლადიმერ ვაისის ახალი კლუბი ცნობილია

საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმერ ვაისმა სლოვაკეთის საუკეთესო გუნდი, “სლოვან ბრატისლავა” ჩაიბარა. “სლოვანი&...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლევან კუტალია: “ძალიან რთული ღამე გადავიტანეთ”

ისრაელში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელი, ლევან კუტალია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. “ჰაპოელ უმ ალ-ფამის” თავდამსხმელი ისრაელში […...
წაკითხვა