საქართველო vs ფინეთი 1:1 – დევისის თასზე გადამწყვეტი შეხვედრები 4 და 5 თებერვალს გაიმართება

თარიღი: თებერვალი 4, 2017

3 თებერვალს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩოგბურთში დევისის თასის ევრო-აფრიკული ზონის მეორე ჯგუფის პირველი სათამაშო დღის მატჩები გაიმართა საქართველოსა და ფინეთის ნაკრებ გუნდებს შორის.

საწყის შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (89-ე მსოფლიო რეიტინგში), რომელმაც 3:1 (2:6, 6:1, 6:4, 6:1) დაამარცხა ეერო ვაასა და საქართველო 1:0 დააწინაურა, პირველი სათამაშო დღის მეორე მატჩი კი გიორგი ცივაძესა და ჰარი ჰელიოვარას შორის ფინელი ჩოგბურთელის გამარჯვებით დარსულდა 3:0 (7;5, 6:2, 6:1 ) და საერთო ანგარიში გუნდებს შორის 1:1 გახდა.

მოწვეულ სტუმრებთან ერთად, საჩოგბურთო შეხვედრებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დაესწრო, რომელმაც საქართველოს ნაკრებს წარმატება უსურვა, გულშემატკივარს კი დარჩენილ შეხვედრებში ქართველი ჩოგბურთელების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

ტარიელ ხეჩიკაშვილი: “ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს ნაკრები დაამარცხებს ფინეთის ნაკრებს და შემდგომ ეტაპზე გადავა. როგორც ჩოგბურთის ფედერაცია ასევე სამინისტრო მაქსიმალურად უწყობს ხელს სპორტსმენებს იმისათვის, რომ ყველამ სასურველი შედეგი მივიღოთ და ერთობლივი ძალებით წარმატებას მივაღწიოთ. მსურს, ყველა გულშემატკივარს მადლობა გადავუხადო, ვინც ესწრება ნაკრების თამაშებს და დარჩენილ მატჩებში კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერისკენ მოვუწოდო.”

საქართველოსა და ფინეთის საჩოგბურთო დაპირისპირება სამი დღის მანძილზე გრძელდება, მეორე სათამაშო დღეს, 4 თებერვალს წყვილები ითამაშებენ – ერთმანეთს ნიკოლოზ ბასილაშვილი/გიორგი ცივაძე და ჰარი ჰელიოვაარა/ემილ რუუსუვუორი დაუპირისპირდებიან (დასაწყისი 15:00), დასკვნით მესამე სათამაშო დღეს, 5 თებერვალს ერთეულთა თანრიგში ნიკოლოზ ბასილაშვილი პატრიკ ნიკლას სალმინენს შეხვდება, გიორგი ცივაძე კი ეერო ვასას. ბოლო სათამაშო დღეს მატჩები 13:00 საათზე დაიწყება.

საქართველოსა და ფინეთის წყვილს შორის გამარჯვებული გუნდი პირველ ზონაში გადასასვლელად ლიტვა-მადაგასკარს შორის უძლიერესთან ითამაშებს, ხოლო წაგებული ზონაში დასარჩენად ზემოაღნიშნულ მატჩში დამარცხებულს გაუწევს მეტოქეობას.

სამინისტროს პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

ბასილაშვილმა ჰამბურგის ღია პირველობის მოგების შემდეგ ქართველ გულშემატკივრებს მიმართა (ვიდე

28 ივლისს, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის ღია პირველობა ზედიზედ მეორედ მოიგო. ქართველმა ჩოგბურთელმა ტურნირის ფინალში რუსი […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ბასილაშვილი ჩემპიონია! ქართველმა ჩოგბურთელმა ჰამბურგის ღია პირველობა ზედიზედ მეორედ მოიგო

28 ივლისს გერმანიაში ჰამბურგის ღია პირველობის ფინალური შეხვედრა გაიმართა ნიკა ბასილაშვილსა და ალექსეი რუბლევს შორის. […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ჩემპიონი ფინალშია! ბასილაშვილმა ზვერევი თავის სამშობლოში დაამარცხა

27 ივლისს ჰამბურგის ღია პირველობის ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრა შედგა ნიკოლოზ ბასილაშვილსა და ალექსანდერ ზვერევს შორის. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დევიდ ბექჰემის რეაქცია, როცა ფედერერმა ნადალი დაამარცხა (ვიდეო)

12 ივლისს, უიმბლდონის ნახევარფინალში როჯერ ფედერერმა რაფაელ ნადალი ოთხ სეტში – 6:7, 6:1, 3:6, 4:6 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოურინიო: “რაფა ნადალი ფანტასტიკური ფეხბურთელი იქნებოდა”

ფეხბურთის პორტუგალიელმა სპეციალისტმა, ჟოზე მოურინიომ, უიმბლდონზე რაფა ნადალისა და ნიკ კირიოსის დაპირისპირების ხილვის შემდეგ თავისი […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ბასილაშვილის გამარჯვება დაძაბულ შეხვედრაში

მსოფლიოს მე-16 ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა უიმბლდონი გამარჯვებით დაიწყო. ტურნირის პირველ წრეში ქართველი ჩოგბურთელი ბრიტანელ ჯეიმს […]...
წაკითხვა
კალათბურთი

“ფორბსმა” 2019 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენების ასეული გამოაქვეყნა

ამერიკულმა ფინანსურ-ეკონომიკურმა ჟურნალმა “ფორბსმა” 2019 წლის 100 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი დაასახელა. აღსანიშნავია, რომ ̶...
წაკითხვა
ბლოგი

რა ფერის არის ჩოგბურთის ბურთი?

საკმაოდ დატვირთული და დამაიმედებელი საჩოგბურთო კვირის წინ, ჩვენ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კითხვაზე გაგცემთ პასუხს – […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ფედერერი კვლავ საუკეთესოა: როჯერი მაიამის ჩემპიონია

მსოფლიო ჩოგბურთის ლეგენდამ, როჯერ ფედერერმა, კიდევ ერთხელ გაიბრწყინა. ამჯერად, როჯერმა მაიამის ღია პირველობის ფინალში ჯონ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ბასილაშვილმა ჰაასე დაამარცხა და 1/8-ფინალში გავიდა

ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა მაიამიში მიმდინარე მასტერსის 1000-იანი სერიის ტურნირის მესამე წრეში ჰოლანდიელი რობი ჰაასე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სპორტული პრესის საერთაშორისო ასოციაციამ წლის საუკეთესო სპორტსმენი დაასახელა

სპორტული პრესის საერთაშორისო ასოციაციამ (AIPS) 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენად მადრიდის “რეალისა” და ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველი [&he...
წაკითხვა
ბლოგი

როჯერის 100 ტიტული: “მაესტროს” წარმატების გზა ციფრებმაც აღწერეს

18 წელი, 20 დიდი სლემი, 50 დამარცხებული მეტქოე. 37 წლის ლეგენდარულმა ჩოგბურთელმა, როჯერ ფედერერმა, შაბათს […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

როჯერ ფედერერმა ნიკოლოზ ბასილაშვილზე კომენტარი გააკეთა

ლეგენდარულმა შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა, როჯერ ფედერერმა დუბაის ტურნირის მეოთხედფინალში ფუჩოვიჩთან მოგებული შეხვედრის შემდეგ პოტენციურ მეტოქეებზე კომენტ...
წაკითხვა
სხვადასხვა

ნიკოლოზ ბასილაშვილი დუბაის ტურნირის 1/4-ფინალში გავიდა

ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა დუბაის 500-ქულიანი ტურნირის 1/8-ფინალში ესპანელი რობერტო ბაუტისტა-აგუტი სამ სეტში 6:7, 6:4, […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიოს მე-12 ჩოგანი კარენ ხაჩანოვი დაამარცხა! (ვიდეო)

ნიკოლოზ ბასილაშვილმა დუბაის 500-ქულიანი ტურნირის 1/16-ფინალში რუსეთის წარმომადგენელი, მსოფლიოს მე-12 ჩოგანი კარენ ხაჩანოვი ორ სეტში […]...
წაკითხვა