საქართველო VS ფინეთი — კენჭისყრა
2 თებერვალს 12:00 საათზე თბილისის საკრებულოს დარბაზში გაიმართა ჩოგბურთში დევისის თასის გათამაშების კენჭისყრა. დევისის თასის ევრო-აფრიკული ზონის მეორე ჯგუფის მატჩები საქართველოსა და ფინეთის ნაკრებებს შორის 3-5 თებერვალს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება
დევისის თასის ევრო-აფრიკული ზონის მეორე ჯგუფში მოასპარეზე საქართველოსა და ფინეთის ჩოგბურთელ ვაჟთა ნაკრები გუნდების კენჭისყრა შედგა. ღონისძიებას ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენელი, ოქროს ბეჭდის მფლობელი რეფერი დენის პარნელი უძღვებოდა.
3 თებერვალი – 12:45 საათი
4 თებერვალი – 15:00 საათი
5 თებერვალი – 13:00 საათი
დასწრება თავისუფალია.
გუნდების შემადგენლობა საქართველოს ნაკრები
ნიკოლოზ ბასილაშვილი
გიორგი ცივაძე
ზურა ტყემალაძე
ვაჟა შუბლაძე
კაპიტანი დავით კვერნაძე
გუნდების შემადგენლობა ფინეთის ნაკრები
პატრიკ ნიკლას-სალმინენი
ეერო ვასა
ემილ რუუსუვუორი
ჰარი ჰელიოვაარა
კაპიტანია კიმ ტიილიკაინენი
კენჭისყრის შედეგად დაპირისპირებული მეტოქეები
1-დღე (ერთეულები)
ნიკოლოზ ბასილაშვილი – ეერო ვასა
გიორგი ცივაძე – პატრიკ ნიკლას სალმინენი
2-დღე ( წყვილები)
ნიკოლოზ ბასილაშვილი/გიორგი ცივაძე – ჰარი ჰელიოვაარა/ემილ რუუსუვუორი
3-დღე (ერთეულები)
ნიკოლოზ ბასილაშვილი – პატრიკ ნიკლას სალმინენი
გიორგი ცივაძე – ეერო ვასა
გამარჯვებული გუნდი პირველ ზონაში აღსაზევებლად ლიტვა-მადაგასკარს შორის უძლიერესთან გაარკვევს ურთიერთობას, ხოლო წაგებული ზონაში დასარჩენად ზემოაღნიშნულ მატჩში დამარცხებულს გაუწევს მეტოქეობას.
სამინისტროს პრესსამსახური