საქართველო VS რუმინეთი – ბილეთები
2014 წლის ევროპის ერთა თასის ფინალამდე და 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის ევროპულ კულმინაციამდე ერთი კვირა რჩება!
15 მარტს, ქართველი ბორჯღალოსნები რუმინელ მუხებს მიხეილ მესხზე უმასპინძლებენ. მატჩის დასაწყისი 17:00 საათზე.
ამ მატჩით საბოლოოდ გაირკვევა 2015 წლის მსოფლიო თასის ევროპული საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ და მეორე ადგილოსანი ნაკრები გუნდები, რომლებიც შესაბამისად C და D ჯგუფებში მოხვდებიან.
მატჩის დიდი მნიშვნელობიდან გამომდინარე, რაგბის საერთაშორისო საბჭოსა და მსოფლიო თასის საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილებით თბილისში სარაგბო სამყაროს უმთავრეს ტროფის – ვებ ელისის თასს ჩამოიტანენ. მსოფლიო თასთან დაკავშირებულ თბილისურ ღონისძიებათა განრიგს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
ბილეთების გაყიდვა
საქართველოსა და რუმინეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის გასამართი შეხვედრის ბილეთები 10 მარტიდან (ორშაბათი) გაიყიდება. ბილეთების გაყიდავა მხოლოდ მიხეილ მესხის (ლოკომოტივის) სტადიონის სალაროებში იწარმოებს და მათი შეძენა ყოველდღიურადდილის 11:00 საათიდან 19:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 3 და 5 ლარს შეადგენს.
მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი დანომრილი იქნება. ქომაგებისათვის თავიანთ ადგილებზე მისვლის გასაადვილებლად ყველა სექტორის კარი იქნება ღია, შესაბამისად ყველას ექნება პირდაპირ სასურველ სექტორში მისვლის საშუალება.
სრულიად ქართული სარაგბო თემის სახელით, ჩვენი ბიჭების ყველა ქომაგს მოგმართავთ, რომ 15 მარტს, ამ უმნიშვნელოვანეს მატჩზე მობრძანდეთ სტადიონზე, ყველა მხარში დავუდგეთბორჯღალოსნებს და 1 საათით ადრე გავავსოთ სტადიონი, რათა ჩვენ ბიჭებს სავსე ტრიბუნები დავახვედროთ!
რაგბი ჩვენი თამაშია!
Rugby.GE