საქართველო vs საფრანგეთი
დღეს, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის I ჯგუფში საქართველოს ნაკრები მორიგ მატჩს გამართავს. „ჯვაროსნები“ თბილისში, საფრანგეთის ნაკრებთან გაარკვევენ ურთიერთობას. ჯგუფს 11 ქულით ესპანეთის ნაკრები ლიდერობს, რომელსაც 1 ქულით ჩამორჩება საფრანგეთი. თავის მხრივ, “ფურია როხა” ფინეთს სტუმრობს. „დინამო არენაზე“ გასამართი მატჩი სტარტს 22:15 სათზე აიღებს. შეხვედრას თურქი არბიტრი ფირათ აიდინუსი მოემსახურება. მანამდე კი გთავაზობთ საქართველოსა და საფრანგეთის ნაკრებების შედარებით მონაცემებს.
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი | ||
საქართველო –საფრანგეთი (22:15 სთ) | ||
მთავარი მსაჯი: ფირათ აიდინუსი (39 წლის, თურქეთი). ის საერთაშორისო მატჩებს 2006 წლიდან სჯის. 2012 წლის იანვრიდან კი უეფას ელიტარულ მსაჯთა კატეგორიაშია. შესახედაობისა და მსაჯობის სტილის გამო თურქეთში ამბობენ, რომ მას იტალიური სტილი აქვს. პროფესიით გეოლოგია.
|
||
მთავარი მწვრთნელი: თემურ ქეცბაია (45 წლის)
|
„დინამო არენა“, თბილისი
ეტევა 54 549 მაყურებელი.
|
მთავარი მწვრთნელი: დიდიე დეშამი (44 წლის) |
|
|
|
ადგილი ფიფას რეიტინგში: 97-ე ადგილი უეფას რეიტინგში: მე-40 |
თემურ ქეცბაია: „ვეცდებით, რაც შეიძლება ორგანიზებულად ვითამაშოთ. ვეთამაშებით მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს და ეს არც ისე ადვილია. მთავარია, დაცვაში არ დავუშვათ შეცდომა და ჩვენს შანსს დაველოდოთ“.
|
ადგილი ფიფას რეიტინგში: 23-ე ადგილი უეფას რეიტინგში: მე-13 |
გუნდის ღირებულება: 26.625.000 ევრო | დიდიე დეშამი: „3 ქულა აუცილებლად უნდა მოვიპოვოთ. ჩვენი მიზანი ჯგუფში მინიმუმ მე-2 ადგილის დაკავებაა, თუმცა ყველაფერი მიზნის მიხედვით არ ხდება. აქ 3 ქულისთვის ჩამოვედით“. | გუნდის ღირებულება: 361.500.000 ევრო |
ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი: გურამ კაშია (5 მლნ. ევრო) | ამინდი
|
ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი: ფრანკ რიბერი (42 მლნ. ევრო) |