საქართველო XV | არგენტინისთვის 35 შეირჩა

თარიღი: დეკემბერი 17, 2019

საქართველო XV-ის სამწვრთნელო შტაბმა ის 35 მორაგბე შეარჩია, რომლებიც 2020 წლის იანვარში, არგენტინული ტურნესთვის მოემზადებიან.

გაფართოებულ შემადგენლობაში 21 მორკინალი და 14 ხაზის მოთამაშეა. აქცენტი ამჯერადაც დიდი 10-ის კლუბების მორაგბეებზე გაკეთდა, თუმცა წინა მატჩებისგან განსხვავებით, ამჯერად გაფართოებულ შემადგენლობაში ორი ლეგიონერია, ორივე მარჯვენა ბურჯი – ნიკა პატარაია ბუქარესტის ‘დინამოდან’ და ანტონ ფეიქრიშვილი, რომელიც ბოლოს ფრანგულ ‘აჟენში’ თამაშობდა და კონტრაქტი ცოტა ხნის წინ დაუმთავრდა.

გაფართოებულ შემადგენლობაში ყველაზე მეტი – 9 მორაგბე, საქართველოს ჩემპიონი ‘ბათუმიდანაა’; 5 მორაგბითაა წარმოდგენილი გორის ‘ჯიქი’; 4-4 მორაგბეა თბილისის ‘აკადემიიდან’, ‘ლელო-სარასენსიდან’ და ქუთაისის ‘აიადან’; 3 რუსთავის ‘ხარებიდან’; 2 მარნეულის ‘არმაზიდან’; თითო-თითო ბოლნისის ‘ყოჩებიდან’ და ‘იუნკერებიდან’.

ეს 35 მორაგბე პირველ შეკრებაზე 23 დეკემბერს, ქუთაისში შევა და იქ 30 დეკემბრამდე დარჩება. ახალ წელს ბიჭები შინ შეხვდებიან და მეორე, ერთკვირიან შეკრებაზე, სავარაუდოდ ისევ ქუთაისში, 4 იანვარს შევლენ.

საქართველო XV 30-კაციანი შემადგენლობით არგენტინაში 11 იანვარს მიემგზავრება და ‘ხაგუარესთან’, რომელიც ზე-რაგბის ახალი სეზონისთვის ემზადება, პირველ თამაშს 17 იანვარს მარ-დელ-პლატაში გამართავს. მეორე შეხვედრა 24 იანვარსაა დანიშნული და ჯერჯერობით უცნობია სად ჩატარდება ეს თამაში.

საქართველო XV-ის გაფართოებული შემადგენლობა

შერკინება: ნიკა აბულაძე (ყოჩები 1-3), ზურაბ ერისთავი (ბათუმი, 1-3), ბექა გვარამია (აკადემია, 1), გოგა ხუროშვილი (არმაზი, 2), ბექა მამრიკიშვილი (ბათუმი, 2), გიორგი ჭყოიძე (ლელო-სარასენსი, 2, 8), რევაზ წიკლაური (აია, 3), შოთა გოგისვანიძე (ბათუმი, 3), ნიკა პატარაია (სტიაუა, რუმინეთი 3), ანტონ ფეიქრიშვილი (3), ვანო ბერიკაშვილი (აკადემია 4-5), მიხეილ ბაბუნაშვილი (აია, 4-5), სანდრო ქოიავა (ბათუმი, 4-5), თორნიკე ზოიძე (აკადემია 4-5, 6-7-8), არჩილ აბესაძე (ლელო-სარასენსი, 4-5, 6-7), ვანო ფუტკარაძე (ბათუმი, 4-5, 6-7), გიორგი მჭედლიშვილი (იუნკერები, 6-7-8), თორნიკე კიკნაძე (ჯიქი, 6-7), დაჩი კოპაძე (ჯიქი, 6-7), კობა ჯიმშელეიშვილი (ბათუმი, 6-7), გურამ შენგელია (აია, 6-7-8),

ხაზი: ვაჟა ხუციშვილი (ხარები, 9), კობა ბუჯიაშვილი (ბათუმი, 9), რეზი ჯინჭველაშვილი (ჯიქი 10), დავით მოძღვრიშვილი (აკადემია, 10), გიორგი ბაბუნაშვილი (აია 10-15), სანდრო მამამთავრიშვილი (ლელო-სარასენსი 12-13), აკაკი ტაბუცაძე (ლელო-სარასენსი, 11-14), ნიკა გიგაური (არმაზი 12-13), გურამ ქანდაურაშვილი (ბათუმი, 12-13), გიორგი ნათელაშვილი (ხარები, 12-13), კოტე მარჯანიშვილი (ჯიქი 11-14), ანზორ სიჭინავა (ბათუმი, 11-14), ლევან ნარიმანიძე (ხარები, 11-14), ირაკლი სვანიძე (ჯიქი 15).

Rugby.ge



მსგავსი სიახლეები
რაგბი

საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება თეა წულუკიანზე

საქართველოს რაგბის კავშირი პასუხობს 20 იანვარს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც გაჟღერდა მცდარი მოსაზრება, რომ რაგბის […]...
წაკითხვა
რაგბი

ჩილაჩავამ ავსტრალიელ ჰუკერს სახეში ხელი უთავაზა (ვიდეო)

საფრანგეთის ტოპ 14-ში “კასტრი ოლიმპიკის” ბურჯმა ლევან ჩილაჩავამ ავსტრალიელი ჰუკერისგან ტოლუ ლატუსგან სახეში დარტყმა მიიღო, […]...
წაკითხვა
რაგბი

დავით ნინიაშვილი: “მოედანზე არასდროს არაფერს ვერიდები!”

2021 წლის საქართველოს საუკეთესო მორაგბემ, გულშემატკივართა რჩეულმა დავით ნინიაშვილმა, 8 იანვარს ტოპ 14-ში სადებიუტო ლელო […]...
წაკითხვა
რაგბი

რაგბი ევროპა – ვიწყებთ პორტუგალიით, ვასრულებთ ესპანეთით

რაგბი ევროპამ 2022 წლის ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა, რომელიც ამავდროულად 2023 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპიცაა. […]...
წაკითხვა
რაგბი

დავით კაჭარავა ქეთი ხატიაშვილთან ერთად მადრიდში ისვენებს (ფოტო)

საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე, ახლა რაგბის კავშირის გამგეობის თავჯდომარე და პარლამენტის წევრი დავით კაჭარავა ტანმოვარჯიშე […]...
წაკითხვა
რაგბი

ლევან მაისაშვილი: “როდესაც ორი თამაში გაქვს, შემადგენლობის როტაცია ძალიან რთულიაR

ბორჯღალოსნებმა არანხუესში კაპიტნის ვარჯიში გამართეს და ხვალ, 18:30 საათზე ფიჯისთან ჯახისთვის გაემზადნენ. 14 ნოემბერს ბორდოში, […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ფიჯის წინააღმდეგ

ბორჯღალოსნების სამწვრთნელ შტაბმა 20 ნოემბერს არანხუესში (ესპანეთი), ფიჯისთან გასამართი შეხვედრისთვის შემადგენლობა დაასახელა. თამაში საქართველოს დროით ...
წაკითხვა
რაგბი

მერაბ შარიქაძე: “გთხოვთ, უყურეთ თამაშს, ეს არ იყო სამართლიანი მსაჯობა!”

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ საფრანგეთთან განცდილი მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, ქალაქ […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა საფრანგეთის წინააღმდეგ

ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა საფრანგეთთან გასამართ თამაშამდე 48 საათით ადრე 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. განაცხადში [&he...
წაკითხვა
რაგბი

“შავი ლომის” შემადგენლობა “ენისეის” წინააღმდეგ

სოჭში, რუსეთის ჩემპიონ ‘ენისეისთან’ გასამართ თამაშში ‘შავი ლომის’ შემადგენლობაში ორი დებიუტანტია – ბურჯი ნიკოლოზ ხატიაშვილი […]...
წაკითხვა
რაგბი

“40 წელია რაგბს ვუყურებ და ასეთი რამ არ მინახავს” – რა მოხდა საქართველოს

23 ოქტომბერს, საქართველოს დიდი 10-ის მეოთხე ტურში “აკადემია” “იუნკერებს” დაუპირისპირდა და მეტოქე 42:12 დაამარცხა. შეხვედრის [&...
წაკითხვა
რაგბი

ლევან მაისაშვილი: “უცბად გავახილე თვალი და შოკში იყო მთელი მედპერსონალი”

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი რამდენიმე დღის წინ სამშობლოში დაბრუნდა. როგორც იცით, მას […]...
წაკითხვა
რაგბი

ლევან მაისაშვილი საქართველოში დაბრუნდა! (ფოტო)

კოვიდ 19-თან ორთვიანი ბრძოლის შემდეგ, ლევან მაისაშვილი სამხრეთ აფრიკიდან სამშობლოში დაბრუნდა. საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარ […]...
წაკითხვა
რაგბი

გელა აფრასიძე სერჟიო პარისეს დაუპირისპირდა (ვიდეო)

4 სექტემბერს, საფრანგეთის ტოპ 14-ში “ტულონი” საკუთარ მოედანზე “მონპელიეს” დაუპირისპირდა. შეხვედრის ბოლო წუთებში “მონპელი...
წაკითხვა