საქართველო – ზელანდიის მატჩზე ბურთს პატარა ქართველი მორაგბე შეიტანს
„დი-ეიჩ-ელი“, რაგბის 2015 წლის მსოფლიო თასის საერთაშორისო ლოგისტიკური პარტნიორი, ახორციელებს გლობალურ პროექტს „Match Ball Delivery” – სათამაშოდ განკუთვნილი ბურთის სტადიონზე შეტანა, რომელშიც 48 ქვეყანაა ჩართული საქართველოს ჩათვლით. თითოეულ ქვეყანას წარადგენს პატარა გულშემატკივარი, რომელიც თამაშის გახსნისას ბურთს სტადიონზე შეიტანს და მსაჯს გადასცემს. „დი-ეიჩ-ელი საქართველო“ ბავშვს და მის თანმხლებ მეურვეს მგზავრობით, მსოფლიო ჩემპიონატის თამაშზე დასწრებითა და საცხოვრებლით უზრუნველყოფს.
14 მარტს, მესხზე, საქართველო-რუსეთის მატჩის შესვენებაზე „დი-ეიჩ-ელსაქართველომ“ დაასახელა და დააჯილდოვა პატარა მორაგბე კონსტანტინე(კოტოშა) იაშვილი, რომელიც 2015 წლის 2 ოქტომბერს რაგბის მსოფლიო თასის მატჩზე – ახალი ზელანდია – საქართველო შეიტანს სამატჩო ბურთს.
„დი-ეიჩ-ელსაქართველოს“ გუნდი წარმატებებს უსურვებს ბორჯღალოსნებს მსოფლიო თასზე.
რაგბი ჩვენი თამაშია!
Rugby.GE