საქართველომ არგენტინასთან 10 წუთში წააგო
საქართველო – არგენტინა 9:54
საქართველომ ერთი ტაიმი ითამაშა და მეტი ვერ შეძლო. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოედნიდან 10 წუთით გუნდის კაპიტანი მამუკა გორგოძე გაუსინბინეს და დროის ამ მონაკვეთში 3 ლელო მიიღეს. მატჩიც იქ მორჩა.
დასაწყიც ცუდი იყო. ქართველებმა ჯერ ჯარიმა გაუშვეს, შემდეგ ლელო. გარდასახვა არაზუსტი იყო და არგენტინა 8:0 დაწინაურდა. ქართველები ოდნავ გამოცოცხლდნენ და 2 კარიმით კვირიკაშვილმა 2 ქულამდე დაიყვანა სხვაობა. მალევე გუნდებმა თითო ჯარიმაც გაცვალეს, შემდეგ კი მარტო არგენტინამ გაიტანა და ანგარიში 14:9 გახდა სამხრეთ ამერიკელთა სასარგებლოდ.
ტაიმის ბოლო ჩვენი იყო, გვქონდა შანსი ლელო დაგვედო, მაგრამ რამდენიმე მიძალების შემდეგ ბურთი დავკარგეთ და შესვენებაზე წაგებული გავედით.
პირველი ტაიმი მცირე იმედს ტოვებდა, მაგრამ რაც მეორე ტაიმში მოხდა, იმის აღწერას აზრი არ აქვს. არგენტინის ნაკრებმა პირწმინდად დაგვჩაგრა. გვაჯობა ყველაფერში, ყველა ასპექტში. განსაკუთრებიით კი სიჩქარეებში, რომლის ხარჯზე 54:9 იმარჯვა და პრემიალური ქულით მეორე ადგილზე გადაინაცვლა.