საქართველომ ბერძნებთან 20 წუთში წააგო
საქართველო _ საბერძნეთი
(15:25; 7:25; 26:11; 20:18)
საქართველო: ცინცაძე (4ქ), მარკოიშვილი (11ქ), სანიკიძე (10ქ), შენგელია (20ქ,8მ), ფაჩულია (4ქ); პულენი (4ქ), შერმადინი (9ქ), ფაცაცია, ბურჯანაძე (3ქ), სანაძე (2ქ), ლეჟავა, მეტრეველი
საბერძნეთი: ბურუსისი (4ქ), ზისისი (11ქ), სპანულისი (2ქ), კალატესი (19ქ,8პ), სლუკასი (3ქ), კაიმაკოღლუ (8ქ), კუფოსი (12ქ), პრინტეზისი (3ქ), პაპანიკოლაუ (5ქ), ანტეკოკომპო (12ქ), მანთზარისი, პერპეროღლუ
რა უნდა ვილაპარაკოთ მატჩზე, რომელშიც ყველაფერი პირველ ტაიმში გადაწყდა. 11 დაკარგვა, 12 მოხსნა, 23–დან 8 ჩაგდებული ორქულიანი – საშინელი მაჩვენებელი 20 წუთის მანძილზე. ბერძნებს კი ყველაფერი გამოსდიოდათ, თავისუფლად, ლაღად თამაშობდნენ და სხვაობას მეთოდურად ზრდიდნენ.
მეორე ტაიმში თითქოს სიტუაცია დალაგდა, მაგრამ ის რაც პირველ ტაიმში მოხდა, მისი აღმოფხვრა უკვე შეუძლებელი იყო. შეცდომები მეორე ტაიმშიც იყო, მაგრამ ცდებოდნენ ბერძნებიც. ამან მოგვცა საშუალება სხვაობა მხოლოდ შეგვემცირებინა და 11 ქულით წაგვეგო.
თუმცა, ჯერ კიდევ გვაქვს ჯგუფიდან გასვლის შანსი, თუმცა ასეთი თამაშით, ეს მხოლოდ მაქსიმუმი იქნება.