საქართველომ და მარადონამ არგენტინას უგულშემატკივრეს
არგენტინა – ტონგა 45:16
მატჩს, რომელსაც საქართველოს ნაკრებისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, თვით ლეგენდარული ფეხბურთელი დიეგო მარადონა დაესწრო. ცხადია, თვისი თანამემამულეების საგულშემატკივროდ.
თუ ტონგა არგენტინას დამარცხებას შეძლებდა, საქართველოს კი, ორი მოგება სანუკვარი მესამე ადგილის დასაკავებლად არ ეყოფოდა. ასე რომ ქართველი გულშემატკივრები და დიდი დიეგო ერთ მხარეს იდგნენ.
ყველაფერი უკუღმა დაიწყო: მე-7 წუთზე კურტ მორათიმ ხაზი გაჭრა და ლელო გაიტანა, მაგრამ გარდასახვა ძელს გაარტყა – 0:5.
მალე არგენტინელებიც ათამაშდნენ და ნიკოლას სანჩესმა ჯარიმა გაიტანა. იქვე ხოაკინ ტუკულეტიმ ლელო გაიტანა, ხოლო სანჩესმა გარდასახა. თამაშის განახლებისთანავე ლელოში ხუან იმჰოფი შევიდა. სანჩესმა ზუსტ გარდასახვას სამ წუთში ჯარიმა მიაყოლა და ანგარიში 20:3 გახდა.
ტაიმის დასკვნითი 10 წუთი კვლავ ტონგასი იყო, რომელმაც ჯერ ჯარიმით შეამცირა ჩამორჩენა, ხოლო 38-ე წუთზე ლელოში სოანე ტონგაჰუიჰა შევიდა. გარდასახვა არაზუსტი იყო და ტაიმი 20:13 დასრულდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში მორათმა და სანჩესმა ჯარიმები გაცვლაეს. შემდეგ მორათმა ჯარიმები აფუჭა, ხოლო სანჩესი ზუსტად ურტამდა. 64-ე წუთზე სანჩესმა ლელოც გაიტანა, რასაც ხულიან მონტოჟას ჩათვლის მოედანში შეღწევა მოჰყვა და არგენტინამ პრემიაც გაინაღდა. ბოლოს სანტიაგო კორდერომ დაალელოვა ტონგელები და მოეთხხედფინალში გასვლა გაინაღდა.