საქართველომ გერმანია ანერვიულა

თარიღი: ოქტომბერი 12, 2015

გერმანია – საქართველო 2:1

ლაიპციგი. რედ ბულ არენა

1:0 მიულერი (50), 1:1 კანკავა (53), 2:1 კრუზე (79)

გერმანია: ნოიერი, გინტერი, ბოატენგი, ჰუმელსი, ჰექტორი, გუნდოგანი, კროოსი, მიულერი, იოზილი, როისი (ბელარაბი 90), შურლე (კრუზე 76)

საქართველო: რევიშვილი, კვირკველია, ამისულაშვილი, კაშია, ლობჟანიძე, კანკავა, კვეკვესკირი (ხიზანიშვილი 78), ნავალოვსკი, ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი (კობახიძე 90), გელაშვილი (ვაწაძე 46)

კახა ცხადაძემ გიბრალტარის მატჩის შემდეგ შემადგენლობაში 4 ცვლილება განახორციელა, თუმცა მისი სიტყვები – ძალები დავზოგეთო, გუნდს არ დატყობია. გერმანიამ თავიდან მძლავრად შემოგვიტია და უკვე მე–17 წუთისთვის ნუკრი რევიშვილს 4 სეივი ჰქონდა. შემდეგ კი როისმა ასპროცენტიანი შანსი ვერ გამოიყენა, როდესაც მიულერმა ორიგინალური პასით მთელი ქართული დაცვა გააბრუა და თანაგუნდელი პირისპირ შეატოვა მეკარეს.

ამის შემდეგ რევიშლმა რთული ბურთი აუღო იოზილსაც და…

მოულოდნელი ქართული კონტრშეტევა, კვეკვესკირმა კარგი პასი მისცა ყაზაიშვილს, მან კი საჯარიმოში ოქრიაშვილი მოძებნა და თორნიკეს დარტყმული ბურთი შესანიშნავი ნახტომით გადააგდო კუთხურზე ნოიერმა.

ამან გერმანელები გააბრაზა და როისი ისევ პირისპირ დარჩა რევიშვილთან, მაგრამ ისევ კარს ააცილა. სამაგიეროდ, ზუსტად დაარტყა შიურლემ, მაგრამ რევიშვილმა კარგი პოზიცია შეარჩია და გერმანელს არ გაატანია.

მეორე ტაიმის დასაწყისშივე იოზილის წაქცევისთვის საქართველოს ნაკრების კატში პენალტი დაინიშნა, რომელიც მიულერმა აქცია გოლად.

და საქართველო გარდაისახა: ჯერ იყო და კვეკვესკირის დარტყმა ცხრიანიდან მოხსნა ნოიერმა, რასაც კუთხური მოჰყვა, ხოლო კუთხურს – გოლი. კობახიძის ჩაწოდების შემდეგ მცველებმა ბურთი საჯარიმოდან გამოიტანეს, რომელსაც კანკავამ ცაცია შეაგება და უალამაზესი გოლი გაიტანა.

ამას გერმანია არ ელოდა. თუმცა, ჯერ ყაზაიშვილს გაუცუდდა მომენტი, შემდეგ ოქრიაშვილს ახლოდან ისეთი ბურთი აუღო ნოიერმა, რომელსაც მხოლოდ ის აიღებდა.

ამის შემდეგ გერმანია თავის თავს არ გავდა, არც საქართველო… ჩვენები კარგად ირჯებოდნენ და სასურველი სცენარით მიდიოდა თამაში. ლიოვმა ცვლილებას მიმართა, მოედანზე კრუზე შეუშვა. საპასუხოდ, ცხადაძემ კვეკვესკირი მოხსნა და ხიზანიშვილი შეიყვანა. სიტუაციას ვერც ხიზანიშვილი მოერგო, ალღო ვერც კრუზეს აუღეს და მანაც პირველივე შეხებით გადაგზავნა ბურთი რევიშვილის კარში.

ვეღარ გადაეწყო ჩვენი ნაკრები მეორედ გოლის გასატანად, არც გერმანელებს მოუკლავთ ტავი და მშვიდად მიიყვანეს საქმე გამარჯვებამდე.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

რონალდინიოს მიმართვა ციხიდან (ვიდეო)

ლეგენდარული ფეხბურთელი რონალდინიო ერთ თვეზე მეტია პარაგვაის ციხეში სასჯელს იხდის. დღეს ინტერნეტსივრცეში ციხეში გადაღებული ვიდეო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

პეპ გვარდიოლას დედა კორონავირუსით გარდაიცვალა

“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას დედა კორონავირუსით გარდაიცვალა. ამ ამბავს მანჩესტერული კლუბი ავრცელებს. “მანჩეს...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბაიერნმა” ვარჯიში განაახლა (ფოტო)

გერმანიის ბუნდესლიგის რამდენიმე კლუბმა, მათ შორის “ბაიერნმა” ვარჯიში განაახლა. “ბაიერნი” ჯგუფებადაა დაყოფილი და ბაზაზე სავარჯი...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ინტერის” ექს-პრეზიდენტი: “მესის ტრანსფერი წარმოუდგენელი ოცნება არააR

ოქროს ბურთის ექვსგზის მფლობელ ლეო მესის უკვე დიდი ხანია, რაც “ინტერში” ტრანსფერს უწინასწარმეტყველებენ. ამ ყოველივეზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დელ ბოსკე: “ნეიმარი ახალი თაობისთვის სანიმუშო ვერ იქნება”

ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ვისენტე დელ ბოსკემ, პრესასთან ნეიმარის დადებით და უარყოფით მხარეებზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვან დაიკი: “მინდა ფანებს დავამახსოვრდე, როგორც “ლივერპულის” ლეგენდა̶

მერსესაიდის “ლივერპულის” დაცვის ბურჯმა, ვირჯილ ვან დაიკმა, პრესასთან საკუთარ სურვილებზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელი მცველის [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

არიც ადურისი: “კოპა დელ რეის ფინალი საერთოდ არ მადარდებს”

ბილბაოს “ატლეტიკის” ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, არიც ადურისმა, პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ კორონავირუსის პანდემიის ფონზე ფეხბურთმა მისთ...
წაკითხვა
ფეხბურთი

პატრიკ კუტრონემ კორონავირუსი დაამარცხა

დიდი პაუზის შემდეგ, იტალიიდან პოზიტიური ამბებს გამცნობთ. “ფიორენტინას” სამი ფეხბურთელი, პატრიკ კუტრონე, ჟერმენ პეზელა და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კორონავირუსით დაინფიცირებულმა “რეიმსის” ექიმმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულ

ფრანგული “რეიმსის” ექიმმა ბერნარ გონსალესმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 60 წლის მამაკაცი კორონავირუსით იყო ინფიცირებული. ის [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი ფანცულაია: “სახლიდან გასვლის შემდეგ პირველი ფეხბურთს ვითამაშებ”

26 წლის თავდამსხმელი გიორგი ფანცულაია ეროვნული ლიგის დაწყებამდე 2 კვირით ადრე ქუთაისის “ტორპედოში” დაბრუნდა. ფანცულაია […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დიბალას პარტნიორი: ” 15 დღე უკვე გავიდა, მაგრამ კორონავირუსი კვლავაც გვაქვს”

ტურინის “იუვენტუსის” არგენტინელი ვარსკვლავის პაულო დიბალას მეგობარი გოგონა საკმაოდ საინტერესო ამბის შესახებ მოგვითხრობს. როგორც იცით, [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვან დე ბეეკმა “რეალში” შესაძლო ტრანსფერზე გააკეთა კომენტარი

ამსტერდამის “აიაქსის” ვარსკვლავმა, დონი ვან დე ბეეკმა, პრესასთან საუბრისას აღიარა, რომ ესპანეთში თამაში მისთვის მომხიბლველია. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

უეფას პრეზიდენტმა ჩემპიონთა ლიგის დასრულების ბოლო ვადა დაასახელა

უეფას პრეზიდენტმა, ალექსანდერ ჩეფერინმა, პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ევროპული ტურნირების დასრულება 2020 წლის 3 აგვისტომდე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რონალდუ ბატარეებს დატენის და უფრო ძლიერი დაბრუნდება”

ლისაბონის “სპორტინგის” ახალგაზრდული გუნდის ყოფილი მწვრთნელი ლეონელ პონტეში, რომელიც თავის დროზე კრიშტიანუ რონალდუს წვრთნიდა, ამბობს, [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

კეჰილი: “რთულია პატივი სცე იმას, რაც სარიმ გააკეთა”

ლონდონის “ჩელსის” ყოფილმა კაპიტანმა, გარი კეჰილმა, პრესასთან საუბრისას აღიარა, რომ გუნდიდან წასვლა მაურისიო სარის ქმედებებმა […]...
წაკითხვა