საქართველომ კანადასთან ერთი ქულით წააგო

თარიღი: სექტემბერი 3, 2015

საქართველო _ კანადა 15:16

აქამდე „ბორჯღალოსნები“ და ნეკერჩხლები“ ერთმანეთს 4-ჯერ შეებნენ. ორ-ორი მოგებით გუნდებს შორის ანგარიში თანაბარი იყო. დღევანდელი მატჩი კანადამ ერთი ქულით მოიგო და ურთიერთშეხვედრებშიც ერთი მოგებით დაინაურდა.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი ასეთი შემადგენლობით დაიწყო: ბექა წიკლაური, გიორგი ფრუიძე, მერაბ შარიქაძე, თამაზ მჭედლიძე, გიორგი აფციაური, ლაშა მალაღურაძე, გიორგი ბეგაძე; კარლენ ასიეშვილი, შალვა მამუკაშვილი, ლევან ჩილაჩავა, გიორგი ნემსაძე, ლევან დათუნაშვილი, გიორგი თხილაიშვილი, მამუკა გორგოძე, ლაშა ლომიძე.

დასაწყისშივე კანადამ ცენტრში დერეფანი მოიგო, რამდენიმე დარტყმით ჩვენ ლელოსთან მოგვიწია ჩასვლა და ბურჯმა თიდემანმა ლელო დაგვიდო, გარდასახვაც ზუსტი იყო _ 0:7.

ჩვენებმა ანგარიშის შემცირება ჯარიმით მოახერეს, თავი მალაღურაძემ გამოიჩინა _ 3:7. იქვე ჩვენს 10–მეტრიანთან რაქში დავჯარიმდით კანადელებმა სტატუს კვო აღადგინეს _ 3:10

ამის შემდეგ რამდენჯერმე კარგად შევუტიეთ, კანადელთა 5 მეტრიანთან 2 შერკინება ვერ გამოვიყენეთ, მაგრამ უპირატესობამ თავისი გაიტანა და მესამე შერკინება „ნეკერჩხლებს“ აღარ ვაპატიეთ. 29–ე წუთზე გიორგი თხილაიშვილმა ლელო დადო, გარდასახვა მალაღურაძემ გაიტანა _ 10:10.

34–ე წუთზე ისევ დავჯარიმდით, კანადამ შანსი ხელიდან არ გაუშვა და პირველი ტაიმი 10:13 მორჩა.

მეორე ტაიმი, რომელიც ქულმწირი გამოდგა და კანადელთა უპირატესობით დაიწყო. 45–ე წუთზე „ნეკერჩხლებმა“ მორიგი ჯარიმა გაიტანეს _ 10:16.

ამის შემდეგ მატჩი კანადელთა მცირე უპირატესობით მიმდინარეობდა, მაგრამ ქულების აღებას ვერავინ ახერხებდა. მხოლოდ 73–ე წუთზე შეიცვალა ანგარიში, როდესაც 5–მეტრიანთან ბეგაძემ რაქიდან ბურთი ხმალაძეს გადასცა, მან თავის მხრივ 3 კაცი გამოტოვა და ფრთაზე წიკლაური მოძებნა, რომელმაც ლელო ალამთან დადო. გარდასახვის შედეგად ქართველებს მატჩის მოგებაც შეეძლოთ, მაგრამ დარტყმა არაზუსტი გამოდგა.

ბოლო წუთზე კანადელებს მორაგბე გაუძევეს, მაგრამ შეტევა ვეღარ მოვამზადეთ და დავმარცხდით _ 15:16.

მსგავსი სიახლეები
რაგბი

ზურაბ ჟვანია მასზე 30 კილოგრამით მძიმე ბურჯის წინააღმდეგ (ვიდეო)

24 ნოემბერს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ტონგას უმასპინძლა და მეტოქე 20:9 დაამარცხა. […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ტონგასთან მატჩში

ბორჯღალოსანთა სამწვრთნელო შტაბმა 2018 წლის ბოლო მატჩისთვის 23 მორაგბე დაასახელა. თიბისი რაგბის სერიები 2018-ის დასკვნით […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს ნაკრებმა სამოა დაამარცხა!

17 ნოემბერს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ნოემბრის საერთაშორისო ტესტ-სერიის მატჩში ავჭალის სტადიონზე სამოას დაუპირისპირდა და მეტოქე […]...
წაკითხვა
რაგბი

“ქართველებო – ჩუმად!” – რას წერენ იტალიელები საქართველოს დამარცხებ

საქართველოს რაგბის ნაკრებმა ექვსი ერის წარმომადგენელთან, იტალიის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩი 17:28 წააგო. იტალიელმა გულშემატკივარმა შეხვედრის […]...
წაკითხვა
რაგბი

„ეს ბავშვი აკვანშია ჩასაწვენი“ – ნიაზ მამრიკიშვილის გამორჩეული კომენტარები იტალიის წ

საქართველოს რაგბის ნაკრებმა ექვსი ერის წარმომადგენელთან, იტალიის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩი 17:28 წააგო. შეხვედრის პირდაპირ ტრანსალაციას […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს ნაკრები იტალიასთან 17:28 დამარცხდა

საქართველოს რაგბის ნაკრებმა საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში ექვსი ერის წარმომადგენელთან, იტალიის ნაკრებთან 28-17 წააგო. იტალიელებმა პირველი […]...
წაკითხვა
რაგბი

მილტონ ჰეიგმა იტალიისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა

თიბისი რაგბის სერიების პირველ მატჩამდე 72 საათი რჩება. 10 ნოემბერს, საქართველოს დროით 18 საათზე, საქართველო […]...
წაკითხვა
რაგბი

მილტონ ჰეიგმა ნოემბრის ტესტ მატჩებისათვის შემადგენლობა დაასახელა

თიბისი რაგბის სერიების დაწყებამდე, ბორჯღალოსნების 34-კაციანი შემადგენლობა საფრანგეთში შეიკრიბება, საიდანაც 10 ნოემბრის მატჩამდე რამდენიმე დღით [&helli...
წაკითხვა
რაგბი

თბილისი სპორტზე პასუხისმგებელ მინისტრთა ევროპის საბჭოს მინისტერიალს მასპინძლობს

თბილისი სპორტზე პასუხისმგებელ მინისტრთა ევროპის საბჭოს მინისტერიალს მასპინძლობს. კონფერენციაზე უმთავრესი ყურადღება დაეთმო ადამიანთა უფლებების დაცვას [...
წაკითხვა
რაგბი

“ის გიჟია, მოედანზე საშიში პერსონაა” – ვიტო კოლელიშვილი საქართველოზე მსო

ქართველმა “ძლიერმა ცხოველმა” ვიტო კოლელიშვილმა მსოფლიო რაგბის ვებ-გვერდთან ნაკრებზე, ჩვენ მზადყოფნაზე და სხვადასხვა თემაზე ისაუბრა. [&hell...
წაკითხვა
რაგბი

თიბისის რაგბის სერიები 2018

თი ბი სი რაგბის სერიები 2018-ის დაწყებამდე ერთი თვე რჩება. ესაა ტრადიცია, რომელსაც შარშან საქართველოს […]...
წაკითხვა
კალათბურთი

გიორგი ზურაბიშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელს ტოვებს

სპორტულმა კომენტატორმა, გიორგი ზურაბიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელ Facebook-ში განცხადებ...
წაკითხვა
რაგბი

“ეს სისულელეა!” – იტალიის ნაკრების მწვრთნელი საქართველოსთან მატჩამდე

იტალიის მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელმა, კონორ ოშიმ საქართველოსთან მოახლოებული მატჩის წინ განაცხადა, რომ მისი გუნდი ექვს […]...
წაკითხვა
რაგბი

გრეემ როუნთრი – ბორჯღალოსნების შერკინების ახალი მწვრთნელი

ინგლისელი სპეციალისტი გრეემ როუნთრი, რომელიც 2007-2015 წლებში ინგლისის ნაკრების შერკინების მწვრთნელი იყო, 2019 წლის მსოფლიო […]...
წაკითხვა
რაგბი

ნიაზ მამრიკიშვილი: “რა გააძღებთ მაგათ” (ვიდეო)

31 აგვისტოს, საქართველოს სარაგბო ჩემპიონატი დაიწყო. “არმია” თბილისში ქუთაიაის “აიას” დაუპირისპირდა და ანგარიშით 14:57 დამარცხდ...
წაკითხვა