საქართველომ მოლდოვასთან ორბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და ქულა მოიპოვა
დღეს მოლდოვაში, “ზიმბრუ არენაზე” მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკავციო ეტაპის მეექვსე ტურის შეხვედრაში ადგილობრივი ნაკრები საქართველოს ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა.
მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ანგარიში მე-15 წუთზე მასპინძლებმა გახსნეს. სტანდარტიდან ჩაწოდების შემდეგ გინსარიმ მაკარიძის კარი აიღო. 36-ე წუთზე მეორე გოლი გავიდა, ისევ ჩვენს კარში. ამჯერად ანტონიუკმა მარჯვენა ფლანგიდან მოახერხა დაცვის გარღვევა, ბურთი გადავიდა, თუმცა მსაჯებმა ეს ვერ დაინახეს, თამაში გაგრძელდა და პასით ბურთი დედოვს მიუვიდა, რომელმაც ორამდე გაზარდა უპირატესობა.
მეორე ნახევარში, 65-ე წუთზე, ახალშემოსულმა მერებაშვილმა მოახერხა ერთი გოლის გაქვითვა. ხუთ წუთში კი ყაზაიშვილმა გაათანაბრა. ამის შემდეგ ქართველები ბევრს ცდილობდნენ, რომ გამარჯვების გოლი გაეტანათ, თუმცა უშედეგოდ.
საბოლოოდ, 2:2.
ამ ფრის შემდეგ მოლდოვა ორი ქულით მეექვსეზეა, ჩვენი ნაკრები კი სამით – მეხუთეზე.