საქართველომ მოლდოვის ნაკრებთან ქულები გაიყო
12 ნოემბერს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრები გაიმართა. ერთ-ერთ მათგანში საქართველოს ნაკრები მოლდოვის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა.
მატჩი მოლდოველთა შეტევით დაიწყო. თავდაპირველად ისინი ფლობდნენ ბურთს. მეხუთე წუთზე სტანდარტიდან მოწოდებული ბურთი ლორიამ მოიგერია, თუმცა იგი გაცკანს მიუვიდა, რომელმაც შორდიან დაარტყა და მიზანს ცოტათი ააცილა. მერვე წუთზე ქართველთა კარის პირდაპირ, დახლოებით 30 მეტრში დანიშნული ჯარიმიდან პოსმაკმა დაარტყა თავით, თუმცა მოლდოველების ეს მცდელობაც უშედეგო იყო.
მე-16 წუთზე ჭანტურია შეიჭრა მარჯვენა ფლანგიდან, მან ეფექტური ფინტით მოატყუა სიდორენკო და დარტყმა სცადა, რომელიც მეტოქეს მოხვდა. ამის შემდეგ ნავალოვსკიმ ბურთი საჯარიმოში ჩააწოდა, ქვილითაიამ ვერ დაარტყა, სამაგიეროდ ბურთი ყაზაიშვილს მიუვიდა, რომელმაც იგი მარჯვენა ფეხზე გადაიტანა და მეკარისგან მარცხენა კუთხეში გაუშვა. 1-0! საქართველოს ნაკრები წინ გავიდა!
ამის შემდეგ ოქრიაშვილს შეექმნა ზედიზედ ორი მომენტი. ჯერ იგი კონტრშეტევაზე გაიქცა, დრიბლინგით გადავიდა მეტოქის ნახევარზე, მიუახლოვდა საჯარიმოს და დაარტყა კიდეც, თუმცა ბურთი მეტოქემ მოიგერია. მეორე შემთხვევაში კი ისევ ჭანტურია შევიდა მარჯვენა მარჯვენა ფლანგიდან, მან ოქრიაშვილს უპასა, რომელმაც 10 მეტრიდან სულ ოდნავ ააცილა მიზანს.
ამის შემდეგ იყო საოცარი მომენტი, ისევ ქართველების შესრულებით! გვილიამ მარჯვენა კაკაბაძეს გაუკეთა მაღალი გადაცემა, ამ უკანასკნელმა ერთი შეხებით შეაგდო ბურთი საჯარიმში, ქვილითაიამ დაარტყა, თუმცა ბურთი მეკარემ მოიგერია, ჭანტურიამ დაამატა, თუმცა დარტყმულს.
სხვა საინტერესო პირველ ტაიმში არაფერი მომხდარა.
მეორე ნახევარი მოლდოველების უპირატესობით დაიწყო. სტუმრები ცდილობდნენ აგრესიულად და პროდუქტიულად შეეტიათ, თუმცა არაფერი გამოსდიოდათ.
სადავო მომენტი იყო 59-ე წუთზე, როცა ჭანტურია შეიჭრა საჯარიმოში, მან ერთი მეტოქე მოატყუა და წაიქცა. ქართველები პენალტს ითხოვდნენ, თუმცა სადავო მომენტი მოლდველთა სასარგებლოდ დასრულდა.
66-ე წუთზე ქართველების საჯარიმოში არეულობა შეიქმნა, რის შემდეგაც ბურთი ჯარდანს მიუვიდა, მან ნახევრად ცარიელ კარში სცადა დარტყმა, თუმცა ქართველებმა მოიგერიეს და ბურთი კუთხურზე გადავარდა.
75-ე წუთზე ახლადშემოსული ანტონიუკი გადავიდა შეტევაზე, მან დიდი მანძილი გაიარა, მიუახლოვდა საჯარიმოს და დაარტყა, თუმცა ლორიამ ბურთი ხელში დაიჭირა.
78-ე წუთზე მარცხენა ფლანგზე გაცკანმა მიიღო ბურთი. მან მაღალი, ულამასეზი დარტყმით ლორიასგან მარცხენა კუთხეში ჩაუშვა ბურთი და ანგარიში გაათანაბრა.
ვაისის ბიჭები მოსაგებ თამაშს ვერ იგებდნენ.
საბოლოოდ, აღარაფერი შეცვლილა და მატჩიც, ანგარიშით, 1-1 დასრულდა.
საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კვირკველია, კაშია, ნავალოვსკი, გვილია, დაუშვილი (დვალიშვილი 72 წთ.), ჭანტურია, ყაზაიშვილი (სხირტლაძე 80 წთ.), ოქრიაშვილი, ქვილითაია (კანკავა 64 წთ.)
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი.
მოლდოვა: ჩებანუ, პოსმაკი, ჯარდანი, ეპურეანუ, რაკუ (გოლოვატენკო 41 წთ.), გაცკანი, ბორდიანი, ბოლოჰანი, მიჰაილოვი (ანდრონიცი 77 წთ.), სიდორენკო (ანტონიუკი 70 წთ.), ბუგაევი.
მთავარი მწვრთნელი: იგორ დობროვოლსკი.
მთავარი მსაჯი: გეორგი კაბაკოვი.
გაფრთხილებები: მურთაზ დაუშვილი (24 წთ.) თორნიკე ოქრიაშვილი (84 წთ.) დავით სხირტლაძე (88 წთ.) – მაქსიმ მიჰაილოვი (26 წთ.); ვიტალიე ბორდიანი (56 წთ.).