საქართველომ სენტ კიტსისა და ნევისის ნაკრები დიდი ანგარიშით დაამარცხა!
დღეს, თბილისში, “მიხეილ მესხზე” საქართველოს ეროვნული ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში სენტ კიტსისა და ნევისის გუნდს დაუპირისპირდა.
მატჩი ქართველებმა აქტიურად დაიწყეს. პირველივე წუთზე კვეკვესკირი დაიძრა მეტოქის საჯარიმოსკენ და მისადგომებიდან ძლიერი მაღალი დარტყმით სცადა მცირე ანტილიელების კარის აღება, თუმცა ბურთი დიდი მანძილით ასცდა მიზანს. ამის შემდეგ, მე-16 წუთზე სტუმრებმა კუტხური გაათამაშეს და ჩაწოდების შემდეგ გოლიც კი გაიტანეს. თუმცა, საგოლე პასის ავტორი თამაშგარეში იმყოფებოდა და გოლი არ ჩაითვალა. ამის შემდეგ ქართელებმა რამდენიმე მომენტი შექმნეს, თუმცა პირველ ტაიმში ანგარიში არ გახსნილა.
მეორე ნახევარში მოედანზე ბაჩანა არაბულის ნაცვლად გიორგი არაბიძე შემოვიდა. მან 51-ე წუთზე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან ულამაზესი ჯარიმა გაიტანა და ანგარიშიც გახსმა. 72-ე წუთზე 19 წლის ფეხბურთელი შესანიშნავად გაექცა ორ მცველს, მარჯვენა მხრიდან შეიჭრა საჯარიმოში. მეტოქემ მის წინააღმდეგ თამაშის წესები დაარღვია და პენალტი დაინიშნა, რომელიც არაბიძემ უზადოდ შეასრულა. 81-ე წუთზე კიდევ ერთი გოლი გავიდა, ისევ სტუმრების კარში. ამჯერად, ისევ მარჯვენა ფლანგიდან გავითარდა შეტევა, ბურთი კაშიას მიუვიდა, რომელმაც საჯარიმოში მდგომ დვალიშვილს უპასა. ამ უკანასკნელმაც უანკლოდ დაარტყა და სხვაობა სამამდე გაზარდა.
საბოლოოდ, ქართველებმა ანგარიშით 3:0 მოიგეს!