საქართველოს 16 წლამდე ნაკრები ჩემპიონია!
საქართველოს 16 -წლამდე ნაკრები ვიქტორ ბანნიკოვის თასის მფლობელია! გურამ ასპინძელაშვილის გუნდმა ფინალურ მატჩში ისრაელი პენალტების სერიაში 4:2 დაამარცხა. მატჩის ძირითადი დრო 2:2 დასრულდა. ჯერ თეიმურაზ გაბუნიამ გაიტანა, მერე კი, როცა მეტოქე დაწინაურდა, ანზორ მექვაბიშვილმა შეძლო წონასწორობის აღდგენა. 69-ე წუთზე ისრაელი კაცნაკლული დარჩა – მსაჯმა წითელი ბარათი ააფრიალა, თუმცა საქართველოს ნაკრების ზეწოლას მაინც გაუძლო.
გურამ ასპინძელაშვილმა ფინალში ასეთი შემადგენლობა ათამაშა:
ბულისკერია, ბასარია, ჯინჯოლავა, ხარაბაძე, დარცმელია, დავითაშვილი, ბაბუნაძე (79’ შუბითიძე), გაბუნია (41’ კაკაურიძე), ივანიაძე (41’ გაბიტაშვილი), გელაშვილი, მექვაბიშვილი.
თასის გარდა საქართველოს ნაკრებმა ინდივიდუალური პრიზებიც მოიპოვა: დემეტრე ბულისკერია ტურნირის საუკეთესო მეკარე გახდა, ხოლო ივა გელაშვილი – საუკეთესო მცველი. საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა ტურნირი წაუგებლად ჩაამთავრა: ისრაელამდე ჯერ ჩეხეთთან 0:0 ითამაშა, ლატვიას და მოლდოვას კი, შესაბამისად, 1:0 და 4:0 მოუგო.
სფფ-ის პრესსამსახური