საქართველოს 16-წლამდე ნაკრები შეკრებას იწყებს
18 აგვისტოდან მორიგ საწვრთნელ შეკრებას დაიწყებს საქართველოს 16-წლამდე ნაკრები. გიორგი ჩიტაური გუნდს ერთი კვირის განმავლობაში თბილისში ავარჯიშებს, მერე კი კაუნასში გაემგზავრება და 25-27 აგვისტოს ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს ლიეტუვასთან.
მთავარმა მწვრთნელმა უკვე დაასახელა იმ ფეხბურთელთა ვინაობა, რომლებიც ამხანაგური მატჩებისთვის მოემზადებიან:
მეკარეები: ლუკა შურღაია (დინამო თბ), დავით ასათიანი (ტორპედო);
მცველები: ირაკლი კვაშილავა (საბურთალო), ზურა ზოსიაშვილი (სფფ აკადემია), ლუკა ფერცულიანი (სფფ აკადემია), გიორგი უბილავა (დინამო თბ), ლუკა კუკავა (მარტვილი), გიორგი გრიგალაშვილი (სფფ აკადემია), დავით გოგოტიშვილი (დინამო თბ), ბაქარ აბჟანდაძე (სფფ აკადემია);
ნახევარმცველები: ილჩინ მეხტიევი (სფფ აკადემია), გიორგი ჩხეტიანი (დინამო თბ), ზაურ სიჭინავა (დინამო თბ), ლუკა გაგნიძე (დინამო თბ), გურამ დეისაძე (ტორპედო), ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო), ლუკა მაყიშვილი (სფფ აკადემია), საბა გეგიაძე (დინამო თბ), გიორგი გვიშიანი (საბურთალო), გიზო მამაგეიშვილი (საბურთალო);
თავდამსხმელები: თეიმურაზ თურაზაშვილი (სფფ აკადემია), ჯადული იობაშვილი (დინამო თბ).
Gff.Ge