საქართველოს 16-წლამდე ნაკრები უკრაინასთან 0-3 დამარცხდა
საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა უკრაინასთან და ამით შეკრება დაასრულა. ჩვენმა წინა შეხვედრისგან განსხვავებული შემადგენლობით დაიწყო შეხვედრა, მეორე ტაიმში კი მწვრთნელებმა განაცხადში მყოფ ყველა ფეხბურთელს მისცეს თამაშის საშუალება. უკრაინელებმა ტაიმი ერთბურთიანი უპირატესობით მოიგეს, შესვენების შემდეგ კი ამას ორი უპასუხო გოლიც დაუმატეს და საბოლოოდ 3:0. რამდენიმე მომენტის მიუხედავად, მასპინძლებმა ანგარიშის შეცვლა ვეღარ მოახერხეს.
პირველი მატჩი 1-2 დავთმეთ.
ჩვენი გუნდის შემადგენლობა ასეთი იყო: ბერუაშვილი, გეგიაძე, ხიმშიაშვილი, თოდუა, ღურწკაია, გოგებაშვილი, ბართია, ცხოვრებაშვილი, ხაბურზანია, ოჩიგავა, ჭელიშვილი.
შეცვლაზე შევიდნენ: მაქაცარია, გაფრინდაშვილი, მორჩილაძე, ბაგრატიონი, ლაცაბიძე, გოჩიაშვილი, ხაბულიანი, შიოლაშვილი, ლაბაძე, სიორდია, ნოზაძე, მიქავა.