WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (338191) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ბანიკოვის თასის ფინალი გაინაღდა!

თარიღი: აგვისტო 17, 2017

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა კიევში მიმდინარე ვიქტორ ბანიკოვის თასის მეორე ტურშიც წარმატებით ითამაშა და მასპინძელ უკრაინას 3:2 სძლია.

ტურნირის მოქმედმა ჩემპიონებმა თავიდანვე შეუტიეს და ჯერ ირაკლი აზაროვის გოლით დაწინაურდნენ, მერე კი ვახტანგ ჩარკვიანის ზუსტი დარტყმით ორბურთიანი სხვაობა დააფიქსირეს. უკრაინელებს კიდევ ერთი ბურთი ზურიკო დავითაშვილმა გაუტანა პენალტით, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას წაქცევისთვის დაინიშნა.

ამგვარად, გიორგი ნემსაძის გუნდმა ორ ტურში 6 ქულა დააგროვა და ვინაიდან პარალელურ მატჩში ბელარუსი-ესტონეთი 1:1 დასრულდა, ფინალის საგზური ვადაზე ადრე გაინაღდა.

ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ესტონეთს 19 აგვისტოს შეხვდება და შედეგის მიუხედავად დაელოდება ბ ჯგუფის გამარჯვებულს ფინალში სათამაშოდ.

გიორგი ნემსაძემ უკრაინასთან ასეთი შემადგენლობა დააყენა: ხარშილაძე, კაპანაძე (თუდები 82), გელაშვილი, ნონიკაშვილი, აზაროვი, კვარაცხელია, ჩოთალიშვილი, დავითაშვილი, მექვაბიშვილი, შალიკაშვილი (ლორთქიფანიძე 61), ჩარკვიანი (ლომთაძე 61).

ბ ჯგუფში სლოვაკეთმა 3:1 მოუგო სლოვენიას და 6 ქულით პირველ ადგილზეა. ისრაელმა კი 2:0 დაამარცხა ლატვია.

 

Gff.Ge



მსგავსი სიახლეები