საქართველოს 18-წლამდე გოგონათა ნაკრები ნახევარფინალშია

თარიღი: ივლისი 11, 2016

საქართველოს 18-წლამდე გოგონათა ნაკრები ქვეჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა და ნახევარფინალში ანდორას დაუპირისპირდება. ლელა ცანავას, როლანდ გელოვანისა და მანანა ბიჩინაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში მალტას დაძაბულ ბრძოლაში – 55:51 სძლია და პლეი ოფში დაუმარცხებლად გავიდა.

საქართველოს ნაკრებმა მალტასთან მატჩი შედარებით მძიმედ დაიწყო, თუმცა ცანავას გუნდმა კუნძულელებს მალე მოუნახა სუსტი წერტილები. რამდენიმე ტანმაღალი და მასიული მოთამაშის მყოლ მალტელებს ქართველებმა შორი სროლები დაუპირისპირეს. ამან გაამართლა და ჩვენი ნაკრების ლიდერის, ნატალია ოთხმეზურის შორი სროლებით, რომელსაც ხელს ელენე მანდარიაც აშველებდა, ქართველებმა მეტოქე მეორე პერიოდში გატეხეს.

პირველი მეოთხედი ფრედ – 12:12 დასრულდა, ხოლო 2-წუთიანი შესვენების შემდეგ ქართველებს მეტოქის ფარისკენ გზა გაეხსნათ და სწრაფი თამაშით, რასაც ზუსტ სროლებს უთავსებდნენ, ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვეს. პირველი ნახევრის შემდეგ ტაბლო საჩვენო ანგარიშს – 31:22 უჩვენებდა.

მესამე მეოთხედში ქართველებმა შედეგიანი თამაში განაგრძეს და ბოლო მეოთხედს დამაჯერებელი ჰანდიკაპით შეხვდნენ – 46:33. შეხვედრის დასრულებამდე 8 წუთით ადრე ჩვენი გუნდი 52:40 იგებდა და თითქოს ყველაფერიც გადაწყვეტილი იყო, თუმცა მალტელებმა ბოლოდე იბრძოლეს და მასპინძლები აანერვიულეს. კუნძულელთა გამთამაშებელმა – ტანმორჩილმა და სხარტმა ჟასმინ აბელამ 2 სამქულიანი ჩააგდო, რის შემდეგაც სხვაობა 3 ქულამდე შემცირდა. შეხვედრის დასრულებამდე დარჩენილ 1:13 წუთში ქართველებმა მოახერხეს სიმტკიცის გამოჩენა და სტუმრებს წარმატების იმედი გადაუწურეს. საბოლოოდ ცანავას გუნდმა 4 ქულით – 55:51 იმარჯვა და ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა.

საქართველოსა და ანდორას შორის ნახევარფინალური მატჩი 12 ივლისს, 19:30 წუთზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

პოლ სქოულზი – საუკეთესო მეტოქე, საუკეთესო სტადიონი, ინგლისის ნაკრები

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ნახევარმცველმა პოლ სქოულზმა A goal in One-ის პოდკასტში სხვადასხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორი ავტომობილით მივიდა მარკუს რეშფორდი ვარჯიშზე (ფოტო)

რამდენიმე დღის წინ, “მანჩესტერ იუნაიტედის” ვარჯიშზე მარკუს რეშფორდი თავისი ახალი ავტომობილით Mercedes-AMG G63-ით მივიდა. ბრიტანული [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯონ ტერი პრემიერ ლიგის ისტორიაში საუკეთესო ცენტრალური მცველია (Squawka)

საფეხბურთო ანალიტიკური პორტალი Squawka პრემიერ ლიგის ისტორიის საუკეთესო ცენტრალური მცველების რეიტინგს აქვეყნებს. სიის სათავეში ლონდონის […]...
წაკითხვა
კალათბურთი

“ფორბსმა” 2020 წლის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი დაასახელა

ამერიკულმა ფინანსურ-ეკონომიკურმა ჟურნალმა “ფორბსმა” 2020 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სია გამოაქვეყნა. ათეულს ჩოგბურთის ლ...
წაკითხვა
ფეხბურთი

პრემიერ ლიგის სეზონი 17 ივნისს განახლდება

ბრიტანეთში ფეხბურთის განახლებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს – პრემიერ ლიგის 2019/20 წლების სეზონი 17 ივნისს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რეიტინგი — რომელმა ფეხბურთელებმა ჩაატარეს ყველაზე კარგად ჩემპიონთა ლიგის ფინალები?

ავტორიტეტულმა სპორტულმა პორტალმა Squawka-მ ჩემპიონთა ლიგის ამ საუკუნის ფინალურ მატჩებში ცალკეულ ფეხბურთელთა ყველაზე შთამბეჭდავი თამაშები […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტედი შერინგემი: “მანჩესტერ იუნაიტედმა” პოგბა უნდა გაუშვას”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი თავდამსხმელი ტედი შერინგემი თვლის, რომ გუნდი პოლ პოგბას უნდა შეელიოს. “როდესაც ჩვენს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

როდის განახლდება პრემიერლიგა? ახალი თარიღი ცნობილია

ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშების განახლება 12 ივნისს იყო დაგეგმილი, თუმცა ეს მოვლენა, სავარაუდოდ, გადაიდება. ამ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ალეგრის ტოპ-კლუბებისგან შემოთავაზებები აქვს

“მილანისა” და ტურინის “იუვენტუსის” ყოფილ თავკაც მასიმილიანო ალეგრის ერთწლიანი პაუზის შემდეგ სამწვრთნელო კარიერის განახლება სურ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მან ცხვირი გამიტეხა” – რაიან გიგზმა კარიერის ყველაზე რთული მეტოქე დაასა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდამ, რაინ გიგზმა განაცხადა, რომ მისი კარიერის ყველაზე რთული მეტოქე მილანის “ინტერის” ლეგენდარული [...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელია: “ქართველი კაცი საქართველოს სახელით რომ გამოდის, ძალიან საშიში კაცი

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ლიდერმა და ესპანური “ბასკონიას” კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ ინსტაგრამ გვერდ unguarded_bball-თან იმ ფაქტ...
წაკითხვა
ფეხბურთი

პრემიერ ლიგაში კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა დაფიქსირდა

პრემიერ ლიგის ოფიციალური ვებ-გვერდი 19, 21 და 22 მაისს ჩატარებული კორონავირუსის ტესტის შედეგებს ასაჯაროვებს. როგორც […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯანი სანჩოს: “მანჩესტერ იუნაიტედის” “ბორუსიაზე” წინ დაყენების მიზე

დორტმუნდის “ბორუსიას” ჰავბეკმა, ემრე ჯანმა, პრესაში ბოლო დროს ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

პრემიერ ლიგაში კორონავირუსის ექვსი შემთხვევა დადასტურდა

ინგლისის პრემიერ ლიგის ოფიციალური ვებ-გვერდი ჩემპიონატის მონაწილე კლუბებში ჩატარებულ კორონავირუსის ტესტირების შედეგებს აქვეყნებს. რამდენადაც ჩვენთვის ...
წაკითხვა
ფეხბურთი

პრემიერლიგის გუნდები ხვალიდან ვარჯიშს დაიწყებენ

დღეს ინგლისის პრემიერლიგის კლუბთა წარმომადგენლების ვიდეოკონფერენცია შედგა. კლუბებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ვარჯიშის განახლებას. გუნდები მცირე [&hellip...
წაკითხვა