საქართველოს 18-წლამდელთ ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო. უნგრეთის ქალაქ დებრეცენში დაწყებულ მუნდიალზე ქართველების პირველი მეტოქე ინდონეზიის მძლავრი ნაკრები გახლდათ, რომელსაც ჩვენმა ნაკრებმა 18:11 მოუგო.
საქართველოს ნაკრების მეტოქე გასული მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელი გახლდათ, რომელიც უნგრეთს საკუთარი, არცთუ მოკრძალებული ამბიციით ესტუმრა. ნიკა დარბაიძის, კოტე ბიწაძის, ნიკა დარბაიძის და ტარიელ ზუზძის შემადგენლობით ქართველებმა თანაბრად მიმდინარე მატჩის ბოლო წუთებზე მოიპოვეს უპირატესობა და საბოლოოდ ინდონეზიელებს 7 ქულის სხვაობით სძლიეს.
საქართველოს ნაკრების ჯგუფში კიდე 2 მატჩი გაიმართა. აშშს-მ პუერტო რიკო 21:4 გაანადგურა, ხოლო ესპანეთმა დაძაბულ ბრძოლაში – 15:13 მოუგო მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ არგენტინას.
საქართველოს ნაკრები მორიგ მატჩს ფავორიტ აშშ-სთან გამართავს. შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.