საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ბალტიისპირულ შეკრებაზე გაემგზავრა
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებაზე ბალტიისპირეთში მიემგზავრება. გია კაზანჯიანის გაწვრთნილი გუნდი ლატვიასა და ესტონეთში ჯამში 5 ამხანაგურ მატჩს გამართავს. საქართველოს ნაკრები თავდაპირველად ლატვიაში ჩავა, სადაც ამ ქვეყნის ნაკრებთან 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს. ლატვიაშივე ითამაშებენ ქართველები რუსეთის 18-წლამდელთა ნაკრებთან, რის შემდეგაც ესტონეთში გადავა და ადგილობრივ ნაკრებთან 2 საკონტროლო მატჩს ჩაატარებს.
საქართველოს ნაკრები სამშობლოში 10 ივლისს დაბრუნდება, სადაც ევროპის ჩემპიონატის Bდივიზიონისთვის მზადებას განაგრძობს. კაზანჯიანის გუნდი ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ავტსრიის ქალაქ ობერვარტში 23 ივლისიდან 2 აგვისტომდე იასპარეზებს. საქართველოს ნაკრები საუკეთესო სამეულში მოსახვედრად იბრძოლებს, რათა A დივიზიონის საგზური მოიპოვოს. ავსტრიაში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ჯგუფში იქნებიან: პორტუგალია, შოტლანდია, რუმინეთი, შვედეთი და სლოვაკეთი.
ლატვიაში გამგზავრებამდე 18 წლამდელებმა საკალათბურთო აკადემიაში სპარინგ მატჩი გამართეს 16-წლამდელებთან.