საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა არგენტინასთან ბრძლაში წააგო და ჯგუფიდან ვერ გავიდა
საქართველოს 3X3 კალათბურთის 18-წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულა. ქართველებმა 6-გუნდიან D ჯგუფში მე-5 ადგილი დაიკავეს და მერვედფინალში გამსვლელ ოთხეულში ვერ მოხვდნენ.
საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ არგენტინასთან გამართა, რომელმაც გუშინ აშშ-ს მოუგო. ქართველებმა ძლიერ მეტოქეს ტოლი არ დაუდეს და ბოლომდე ებრძოლეს. სამწუხაროდ, გამარჯვებამდე მისვლა ვერ მოახერხეს და ჯგუფური ეტაპი 1 გამარჯვებით დაასრულეს.
არგენტინასთან წაგების შემდეგ ქართველებს მაინც ჰქონდათ ჯგუფიდან გასვლის შანსი, თუმცა ჩვენი ჯგუფის მატჩი ქართველთათვის სასურველი ანგარიშით არ დასრულდა. საქართველო რომ მეოთხე ადგილზე გასულიყო, ბოლო ტურის მატჩში ინდონეზიას პუერტო რიკო ჩვენთვის სასურველი სხვაობით უნდა დაემარცხებინა, თუმცა ცენტრალური ამერიკის წარმომადგენლებმა აზიელებს 18:11 სძლიეს და ქართველებისთვის ყველაფერი დასრულდა.
ჩვენი ჯგუფიდან მე-4 ადგილით პლეი ოფში გასული პუერტო რიკო მერვედფინალში რუსეთს შეხვდება, რომელმაც A ჯგუფში ხუთივე შეხვედრა მოიგო.