საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთთან ვერაფერი გააწყო

თარიღი: ივლისი 25, 2014

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონში მორიგი მარცხი განიცადა. გუშინ, ავსტრიასთან სადებიუტო მატჩში ბოლო წამებზე წაგებული შეხვედრის შემდეგ, დღეს ქართველები ესტონეთთან დიდი სხვაობით – 59:89 დამარცხდნენ.

არადა, თამაში ისე დაიწყო, საქართველოს ქომაგებს წარმატების იმედი ჩაესახათ. ლევან მასხულიას, ლუკა ზაქრაძის და ვილი ისიანის შედეგიანი თამაშის წყალობით არჩილ ჟღენტის გუნდი 11:2 დაწინაურდა. მატჩის მე-6 წუთისთვის ქართველები 17:8 იგებდნენ, თუმცა პერიოდის ბოლო წუთები 4:10 წააგეს და პირველ შესვენებაზე მხოლოდ 3-ქულიანი ლიდერობა შერჩათ.

მეორე პერიოდიდან ესტონელებმა საქმეს ხელი მეტი სერიოზულობით მოჰკიდეს, ქართველების დაცვას და სათამაშო მანერას ალღო აუღეს და შედეგმაც არ დააყოვნა – ბალტიისპირელებმა ლიდერობა მოიპოვეს და მიუხედავად ქართველების წინააღმდეგობისა, დიდი შესვენებისთვის ლიდერობა 8 ქულამდე გაზარდეს – 44:36.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრები დემორალიზებული იყო. ესტონელებმა უპირატესობის პერმანენტულად გაზრდას მიჰყვეს ხელი და მატჩის ბოლოსთვის 30-ქულიან ლიდერობაზე ავიდნენ, რაშიც ლომის წილი ივო ტამმა დაიდო – 22 ქულა. 18 ქულა მიითვალა კარლ იურჟენსმა, ხოლო ნორმან კაბინმა ორმაგი დუბლი – 10 ქულა და 11 პასი დააგროვა.

საქართველოს ნაკრებში წინა მატჩის დარად ბომბარდირმა 13 ქულა მიითვალა, თუმცა განსხვავებით ავსტრიასთან შეხვედრისა, ამჯერად ბომბარდირი ლუკა ზაქრაძე გახდა. რაც შეეხება გუშინდელი მატჩის მთავარ მექულეს, მაიზერ რევაზაშვილი ესტონეთთან 2 ქულას დასჯერდა. 9 ქულა და ამდენივე მოხსნა მიითვალა ვილი ისიანმა, ხოლო ლევან მასხულიამ შეხვედრა 7 ქულით დაასრულა.  

ქართველები ხვალ ისრაელს ხვდებიან, რომელიც გუშინ გერმანიასთან 36 ქულით დამარცხდნენ.

ევროპის ჩემპიონატი. „ბ“ დივიზიონი. ბულგარეთი. სოფია. 25 ივლისი

ესტონეთი 89:59 საქართველო

18:21, 26:15, 22:15, 23:8

საქართველო: ზაქრაძე (13), ლომიძე (2), გუგეშაშვილი (6), ისიანი (9ქ, 9მ), ტურძელაძე (6); მაჭავარიანი (6), კუტალაძე (2), მასხულია (7), გოგობერიშვილი, რევაზაშვილი (2), გაგუა (6)

 

სრული სტატისტიკა: http://live.fibaeurope.com/www/Game.aspx?acc=1&gameID=42646

 

24 ივლისი      საქართველო – ავსტრია         54:57

25 ივლისი      ესტონეთი – საქართველო     89:59

———————————————————-

26 ივლისი      ისრაელი – საქართველო        20:15

27 ივლისი      საქართველო – ისლანდია      17:00

28 ივლისი      გერმანია – საქართველო        22:30

gbf.ge

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

გოგა ბითაძის 7 ქულა “მილუოკის” წინააღმდეგ (ვიდეო)

17 ნოემბერს, გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერ “მილუოკი ბაქსთან” 83:102 დამარცხდა. ახალგაზ...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძე “ჰიუსტონთან” 6 ქულით დაბრუნდა (ვიდეო)

16 ნოემბერს, გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” სტუმრად “ჰიუსტონს” დაუპირისპირდა და 111:102 დამარცხდა. ქართველი კალათბურთელი ტრავ...
წაკითხვა
კალათბურთი

შერმინატორი! – რა გააკეთა გიორგი შერმადინმა ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში (ვიდეო)

ესპანეთის ჩემპიონატის გასულ ტურში გიორგი შერმადინის “ტენერიფე” საკუთარ კედლებში “ბურგოსს” დაუპირისპირდა და 85:82 გაიმარჯვა. შე...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელიამ მეტოქის კალათში ბურთი საკუთარი ნახევრიდან ჩააგდო (ვიდეო)

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში თორნიკე შენგელიას “ბასკონია” სტუმრად “ობრადოიროს” უპირისპირდება. პირველი მეოთხედის დასასრულ...
წაკითხვა
კალათბურთი

სამწუხარო ამბავი – გოგა ბითაძე “დეტროიტ პისტონსთან” მატჩს გამოტოვებს

“ინდიანა პეისერსის” ქართველი ცენტრი, გოგა ბითაძე დღეს “დეტროიტ პისტონსის” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. “ინდიანას” ოფი...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის პირადი რეკორდი NBA-ში – 13 ქულა 20 წუთში (ვიდეო)

7 ნოემბერს, “ინდიანა პეისერსმა” საკუთარ კედლებში “ვაშინგტონ ვიზარდსი” მიიღო და 121:106 გაიმარჯვა. ამ შეხვედრაში “ინდიანა...
წაკითხვა
კალათბურთი

როგორ ეხმაურებიან უცხოელი ქომაგები გოგა ბითაძის თამაშს “ჩიკაგო ბულსის” წინააღმ

4 ნოემბერს, გოგა ბითაძემ NBA-ს მატჩში, სასტარტო ხუთეულში პირველად ითამაშა. გოგას “ინდიანა პეისერსი” საკუთარ კედლებში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

რატომ იზრდის გოგა ბითაძე წვერს? – ქართველი კალათბურთელის სახალისო პასუხი ჟურნალისტს

ამერიკელი ჟურნალისტი ტონი ისტი სოციალურ ქსელში გოგა ბითაძესთან დაკავშირებით სახალისო პოსტს აქვეყნებს. მან “კლივლენდ კავალიერსსა” […...
წაკითხვა
კალათბურთი

“თუ არ სურთ, რომ ვინმეს დავეხმარო, არავის დავეხმარები” – რა უთხრეს ბითაძ

2 ნოემბერს, გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსმა” “კლივლენდ კავალიერსი” 102:95 დაამარცხა. ახალგაზრდა ქართველმა ცენტრმა წარმატებული ...
წაკითხვა
კალათბურთი

ვიქტორ ოლადიპოს რეაქცია გოგა ბითაძის სამქულიანზე (ვიდეო)

2 ნოემბერს, NBA-ში გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” სტუმრად “კლივლენდ კავალიერსს” დაუპირისპირდა და 95:102 გაიმარჯვა. ბითაძე […]...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის ბრწყინვალე მატჩი – 10 ქულა, 9 მოხსნა და 4 დაფარება “კლივლენდის

2 ნოემბერს, NBA-ში გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” სტუმრად “კლივლენდ კავალიერსს” დაუპირისპირდა და 95:102 გაიმარჯვა. ბითაძე [&h...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის სადებიუტო მატჩი და ქულები NBA-ში (ვიდეო)

ახალგაზრდა ქართველმა კალათბურთელმა, გოგა ბითაძემ NBA-ში პირველი მატჩი ჩაატარა. 20 წლის მოთამაშის დებიუტი “კლივლენდ კავალიერსის” […]...
წაკითხვა
კალათბურთი

საქართველოს სუპერლიგიდან NBA-ში – მარკ ოგდენი “ატლანტაში” გადავიდა

“ატლანტა ჰოუქსმა” საქართველოს სუპერლიგაში მოთამაშე კალათბურთელი, ფორვარდი მარკ ოგდენი დაიმატა. ოგდენი ბოლო 2 წელიწადი “ოლიმპში”...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის ბრწყინვალე დებიუტი “ინდიანა პეისერსში” (ვიდეო)

“ინდიანა პეისერსში” გოგა ბითაძის დებიუტი შედგა. ქართველმა ცენტრმა მოსამზადებელ ეტაპზე “მინესოტას” წინააღმდეგ პარკეტზე 24 წუთი ...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის სიმღერამ თანაგუნდელები და ქომაგები გაახალისა (ვიდეო)

“ინდიანა პეისერსის” ქართველ კალათბურთელს, გოგა ბითაძეს გუნდის Rookie Challenge-ში მოუწია მონაწილეობის მიღება. გოგამ კრისტინა აგილერას [&he...
წაკითხვა