საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებს ფავორიტი გერმანიის დამარცხებამდე წამები დააკლდა

თარიღი: ივლისი 29, 2014

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებს შანსი ჰქონდა, ევროპის ჩემპიონატზე წაგებებით შელახული ავტორიტეტი მნიშვნელოვნად გაემყარებინა, მაგრამ ისევ არ გაუმართლა. არჩილ ჟღენტის გუნდი ბოლო წამებამდე ამარცხებდა გუფის ფავორიტს, მანამდე 4-დან 4 გამარვების მომპოვებენ გრმანიას, მაგრამ…

საქართველოს ნაკრები მთელი თამაშის მანძილზე ლიდერობდა. ქართველები არ გატყდნენ არც მაშინ, რომ გერმანელებმა საფინალო სირენამდე 2 წუთით ადრე ლიდერობა მოიპოვეს – 61:60. მაიზერ რევაზაშვილმა, რომელსაც მანამდე ქულა არ ჰქონდა მითვლილი, ჯერ სამქულიანი ჩააგდო, შემდეგ ორიანიც მიითვალა და საქართველო 65:61 დააწინაურა.

ქართველებს წუთნახევრის გაძლება მართებდათ, თუმცა ეს ვერ მოახერხეს. გერმანელმა ანდრეს ობსტმა სამქულიანი თ ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა, შემდეგ კი თავისიანები დააწინაურა კიდეც. საბოლოოდ ფავორიტმა ზედიზედ მე-5 მატჩიც მოიგო (70:66) და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

 

ტურნირზე საკუთარი სნაიპერული თვისებები (პირველად) გამოავლინა დავით ლომიძემ, რომელმაც 9-დან 7 სამქულიანი, ჯამში კი 24 ქულა ჩააგდო. 11 ქულით დაასრულა მატჩი ლუკა ზაქრაძემ, ხოლო ვილი ისიანის ანგარიშზე 7 ქულაა.

 

ამით საქართველომ დაასრულა ჯგუფური ეტაპი და ახლა ტურნირის ბოლო ადგილებს გაითამაშებს. ფორმატის თანახმად, ჯგუფებში 5-6 ადგილებზე გასული გუნდები (ჯამში 6 გუნდი) ორად გაიყო და ერთმანეთში 17-22 ადგილებს გაითამაშებენ. საქართველო ჯგუფში შვეიცარიასთან და ესტონეთთან მოხვდა. ქართველებს პირველ ჯგუფურ ეტაპზე ესტონელებთან განცდილი მარცხი საკვალიფიკაციოშიც გადაჰყვათ და ახლა მხოლოდ შვეიცარიას დაუპირისპირდებიან.

 

ჯგუფებში პირველ ადგილზე გასული გუნდები ერთმანეთს მე-17 ადგილისთვის შეხვდებიან, მეორეზე გასულნი – მე-19 ადგილისთვის, ხოლო ბოლოზე გასულები ერთმანეთში 21-ე ადგილს გაითამაშებენ.

 

საქართველო შვეიცარიას 30 ივლისს, თბილისის დროით 13:30 საათზე შეხვდება

 

ევროპის ჩემპიონატი. „ბ“ დივიზიონი. ბულგარეთი. სოფია. 28 ივლისი

გერმანია 70:66 საქართველო

19:20, 14:22, 13:13, 24:11

საქართველო: ზაქრაძე (11ქ, 5პ), ლომიძე (24ქ), გუგეშაშვილი (2), ისიანი (7), ტურძელაძე (6ქ, 8მ, 4ჩ), მაჭავარიანი (5ქ, 4ჩ), კუტალაძე, მასხულია (6ქ, 8მ), გოგობერიშვილი, რევაზაშვილი (5ქ), ცირეკიძე

 

სრული სტატისტიკა: http://u18men.fibaeurope.com/enDivB/cid_vxfp6gWIJ5oSOkc7ox4BA3.gameID_10086-D-15-5.compID_8aYeHlfuGF-mF5IqO8aFH1.season_2014.roundID_10068.teamID_.html

gbf.ge

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

მაიკლ დიქსონი საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს

საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელი, მაიკლ დიქსონი კარიერას საქართველოს ჩემპიონატში გააგრძელებს. 30 წლის ამერიკელი სუპერლიგის კლუბ [&hell...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელია: “ეს გამარჯვება იყო საქართველოსთვის”

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, თორნიკე შენგელიამ შვეიცარიასთან გამარჯვების (91:84) შემდეგ კომენტარი გააკეთა. “ძალიან რთული...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელია: “ვამაყობ ჩემი გუნდით”

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა, თორნიკე შენგელიამ ევრობასკეტ 2022-ის შესარჩევ ეტაპზე, ფინეთთან გამარჯვების (91:85) შემდეგ კომენტარი გააკეთა. [&hel...
წაკითხვა
კალათბურთი

სურპრიზი გიორგი შერმადინს – ქართველი კალათბურთელი კვლავაც საუკეთესოა! (ვიდეო)

“ტენერიფეს” კალათბურთელი, გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის ოქტომბრის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ქართველ კალათბურთელს კუთვნი...
წაკითხვა
კალათბურთი

“უსამართლოდ მომექცნენ! ვცდილობ, ვიყო კარგი მამა” – მაიკლ დიქსონის ემოციუ

საქართველოს ნაკრების ნაყურალიზებულმა კალათბურთელმა, მაიკლ დიქსონმა POSTV-ის პლატფორმის საშუალებით სპეციალური განცხადება გაავრცელა. 29 წლის კალათბურთელ...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელიამ ცსკა-ში ჩატარებულ პირველ ოფიციალურ მატჩში ტრავმა მიიღო (ვიდეო)

23 სექტემბერს თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა-ს მაისურით პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა. მოსკოვური კლუბი VTB ლიგაში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელია: “რუსეთში ისეთივე კეთილი ადამიანები ცხოვრობენ, როგორიც საქართველოში

მოსკოვის ცსკა-ს ახალწვეულმა, თორნიკე შენგელიამ ინტერვიუ მისცა News.ru-ს. ჟურნალისტმა ქართველ კალათბურთელს შეკიხვები მოსკოვურ კლუბში ტრანსფერზე, [&hell...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძე: “როცა ლებრონ ჯეიმსს დავაფარე, ცუდი რაღაც მივაძახე”

“ინდიანა პეისერსის” ცენტრმა, გოგა ბითაძემ აგვისტოში “ლოს ანჯელეს ლეიკერსის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ლებრონ ჯეიმსთან დაპ...
წაკითხვა
კალათბურთი

ვიქტორ სანიკიძე და დავით კაჭარავა ქართული ოცნების საარჩევნო სიაში მოხვდნენ

“პოლიტიკურმა გაერთიანება ქართულმა ოცნებამ” საპარლამენტო სიის პირველი ოცეული წარადგინა და მათ შორის, ორი სპორტსმენია. საქართველოს […...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძესთან შეჯახების შემდეგ, დერიკ ჯონსმა მძიმე ტრავმა მიიღო (ვიდეო)

15 აგვისტოს, NBA-ში გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” “მაიამი ჰიტს” დაუპირისპირდა და მეტოქე 109:92 დაამარცხა. შეხვედრის [&hellip...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელიას მწვრთნელი კორონავირუსით დაინფიცირდა

მოსკოვის საკალათბურთო კლუბ “ცსკა”-ს მთავარ მწვრთნელ დიმიტრის იტუდისს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას თავად სპეციალისტი ადასტურებს. 4...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძემ ლებრონ ჯეიმსს დაუფარა (ვიდეო)

გამთენიისას გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” ლებრონ ჯეიმსის “ლოს ანჯელეს ლეიკერსს” დაუპირისპირდა. შეხვედრა “პეისერსისR...
წაკითხვა
კალათბურთი

როგორ მიულოცეს თანაგუნდელებმა გოგა ბითაძეს დაბადების დღე (ვიდეო)

20 ივლისს “ინდიანა პეისერსის” ქართველი კალათბურთელი, გოგა ბითაძე 21 წლის გახდა. თანაგუნდელებმა მას დაბადების დღე […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ანანიძე: “სპორტი და პოლიტიკა უნდა გაიმიჯნოს, შენგელია კარიერაზე ფიქრობს”

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძე რუსულ გამოცემა Sport24-ს თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერთან დაკავშირებით [&hell...
წაკითხვა