საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა 18-კაციანი შემადგენლობით ივარჯიშა
საქართველოს 19-წლამდე საფეხბურთო ნაკრებმა, 18-კაციანი შემადგენლობით დღეს პირველი ვარჯიში გამართა. საწვრთნელი პროცესი ს.კ. „ზესტაფონის“ სავარჯიშო მოედანზე შედგა. საქართველოს ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის მონაწილე კიდევ შვიდი გუნდის მსგავსად, სასტუმრო „ჰუალინგში“ განთავსდა. საქართველოში დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ყველა გუნდი უკვე თბილისშია და პირველი ოფიციალური მატჩისთვის ემზადება.
საქართველოს 19 წლამდე საფეხბურთო ნაკრების 18- კაციანი განაცხადი:
მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი („იაგელონია“, პოლონეთი), გიორგი ჩოჩიშვილი („შევარდენი 1906“, თბილისი);
მცველები: დავით კობოური („დინამო“, თბილისი), ნიკა მალი („საბურთალო“, თბილისი), ლუკა ლოჩოშვილი („დინამო“, თბილისი), ლუკა ლაკვეხელიანი („საბურთალო“, თბილისი), თომა ხუბაშვილი („საბურთალო“, თბილისი), შალვა ბურჯანაძე („ტორპედო“, ქუთაისი)
ნახევარმცველები: გიორგი კუცია („დინამო“, თბილისი), დავით სამურკასოვი („ლოკომოტივი“, თბილისი), გიორგი ჩაკვეტაძე („დინამო“, თბილისი), გაბრიელ საღრიშვილი („ტორპედო“, ქუთაისი), გიორგი ქოჩორაშვილი („საბურთალო“, თბილისი), თემურ ჩოგაძე („საბურთალო“, თბილისი), ნიკა კვანტალიანი („დინამო“, ბათუმი);
თავდამსხმელები: გიორგი კოხრეიძე („საბურთალო“, თბილისი), ვატო არველაძე („ლოკომოტივი“, თბილისი), გიორგი არაბიძე („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა).