WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (129514) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ელიტ-რაუნდშია

თარიღი: ნოემბერი 15, 2013

15 ნოემბერს, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა, “მიხეილ მესხზე” მოლდოვის ნაკრებიც დაამარცხა და ელიტ-რაუნდის საგზური გაინაღდა. უელსის ნაკრებთან გამართული მატჩის მსგავსად, ქართველმა ახალგაზრდებმა მოლდოველ თანატოლებს საქმე პირველ ტაიმშივე მოუმთავრეს.

პირველი გოლი მე-3 წუთზე გავიდა. საჯარიმოში შეჭრილ ზარანდიას დარტყმა მეტოქე გუნდის მცველებმა არ აცალეს, თუმცა ბურთი კიკაბიძეს მიუვიდა, რომელმაც ჯერ ერთი მეტოქე ჩამოიშორა, შემდეგ კი, ბურთი კარში ზუსტად გადაგზავნა – 1:0.

მე-7 წუთზე, აბურჯანიამ და პაპუნაშვილმა კარგი კომბინაცია გაითამაშეს, დასარტყმელ პოზიციაზე გასულმა გორის “დილას” ნახევარმცველმა კი, დარტყმა ზუსტად შეასრულა – 2:0.

მე-13 წუთზე, ზარანდიას შორეული დარტყმა მეკარემ მოიგერია. 43-ე წუთზე, მოლდოველთა კარს შორიდან, ძლიერი დარტყმით დავით ჯიქიაც დაემუქრა, თუმცა გალაცმა ბურთი კუთხურზე გადააგდო.

მეორე ნახევარში, უპირატესობას კვლავაც ვასილ მაისურაძის შეგირდები ფლობდნენ. 49-ე წუთზე, ზარანდიამ ხელსაყრელი პოზიციიდან მეკარეს ვერ აჯობა. მალევე დავით ჯიქიამ მეტოქეს ბურთი მოპარა, შორიდან დაარტყა, თუმცა – არაზუსტად.

57-ე წუთზე, გოროზიას მიერ ჩაწოდებულ კუთხურს მათე ცინცაძე გამოეხმაურა, მაგრამ მისი დარტყმული კარს აცდა. მოლდოველები ქართველთა კარს პირველად მე-60 წუთზე დაემუქრნენ, თუმცა ბექა ქურდაძემ დამაჯერებლად ითამაშა.

61-ე წუთზე, ჯიქია-აბურჯანიას კომბინაცია ამ უკანასკნელის დარტყმით დასრულდა, მაგრამ მოლდოველთა მეკარე ისევ კარგი იყო.

ამის შემდეგ, ქართველებს უპირატესობის გაზრდის მცდელობა არაერთხელ ჰქონდათ, მაგრამ მოლდოველთა მეკარე დამაჯერებლად მოქმედებდა.

ვასილ მაისურაძე: “ყველა გულშემატკივარს ვულოცავ. ძალიან გახარებულები ვართ. ვიცოდით, რომ უნდა მოგვეგო და მოვიგეთ კიდეც. ჯერ არ ვიცი, რა შემადგენლობით ვითამაშებთ ჰონალდიის ნაკრების წინააღმდეგ, თუმცა ბირთვი არ შეიცვლება. ჰოლანდიელებთან საინტერესო მატჩს ველით. ვფიქრობ, შეიძლებოდა, რომ სტადიონზე უფრო მეტი გულშემატკივარი მოსულიყო.”

ბექა ქურდაძე: “დიდი მადლობა ყველას. კარგად ვითამაშეთ. სწრაფი გოლი ძალიან დაგვეხმარა. შევეცდებით, ჰოლანდიის ნაკრებთანაც კარგად ვითამაშოთ.”

იური ოსპინენკო: “საქართველოს ნაკრები ძალიან ძლიერი გუნდია. სწრაფმა გოლებმა ნამდვილად გაგვტეხეს. კონცენტრაცია ვეღარ მოვახდინეთ. საკმაოდ რთულ ჯგუფში მოვხვდით.”

საქართველო: ქურდაძე, კაკაბაძე, გურეშიძე, ჭანტურია, ცინცაძე, აბურჯანია, პაპუნაშვილი (გოროზია 46′), ჯიქია, კიკაბიძე (კერძევაძე 61′), თევზაძე, ზარანდია.
მთავარი მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე.

მოლდოვა: გალაცი, ვლას, როგაცი, მაკრიტჩი, კალუგერი, ბირდანი, პაირელი, ბეიანი, როსკა, ჩემში, დამასკანი.
მთავარი მწვრთნელი: იური ოსპინენკო.

გოლები: კიკაბიძე 3′, აბურჯანია 7′.
გაფრთხილებები: ვლასი 31′, ბირდანი 42′.
მთავარი მსაჯი: ოლივერ დრაჩტა.

დიტო ჭიჭინაძე

* GFF.GE-ს ფოტო.



მსგავსი სიახლეები