საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ბელარუსთან 63:82 წააგო
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ბოსნიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონში მეოთხე მატჩი გამართა და მე-3 მარცხი იწვნია. პირველ შეხვედრაში, ფინეთთის მსგავსად, ქართველებმა ამჯერადაც 19 ქულით წააგეს. ამ 2 დიდი სხვაობით მარცხს შორის არის დამაჯერებელი გამარჯვება ავსტრიასთან (72:55) და დასანანი მარცხი (69:71) უკრაინასთან.
დღევანდელ ტურში ქართველები ჯგუფის ფავორიტ ბელარუსთან დამარცხდნენ. არადა, დავით უსტიაშვილის გუნდმა თამაში კარგად დაიწყო და პირველი მეოთხედი 19:17 მოიგო. მეორე პერიოდში კი ვითარება ბელარუსელთა სასარგელოდ შეიცვალა. სლავებმა მაკსიმ სალაშის ევგენი ბელიანკოვის დახმარებით ლიდერობა მოიპოვეს და დიდ შესვენებამდე 12-ქულიანი ჰანდიკაპით გავიდნენ.
მესამე მეოთხედში ქართველებმა სცადეს ვითარების გამოსწორება, ეს გარკვეულწილად მოახერხეს კიდეც და ბოლო პერიოდის დასაწყისისთვის ჩამორჩენა 9 ქულამდე შეამცირეს. თუმცა ეს იყო და ეს. საქართველოს ნაკრებს ძალა აღარ ეყო, გადამწყვეტი შტურმი მიეტანა მეტოქეზე. საბოლოოდ ბელარუსებმა 63:82 წააგეს და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგეს.
საქარათველოს ნაკრებში 15 ქულა-11 მოხსნით საუკეთესო ბექა ბურჯანაძე იყო, ირაკლი მიქელაძემ კი 10 ქულა და 5 პასი მიითვალა. უკრაინელბს ზემოთხსენებულმა სალაშმა და ბელიანკოვმა ულიდერეს 20-20 ქულით. დღესვე, უკრაინის ნაკრებმა 20 ქულით გაანადგურა ფინეთი, რითაც ქართველებს გული უფრო დაუმძიმა. ჩვენს ნაკრებს უკრაინასთან ბოლო წამზე რომ არ წაეგოთ და გამარჯვება მოეხერხებინათ, ახლა გასვლის კანდიდატთა შორის იქნებოდნენ.
საქართველოს ნაკრები ხვალ, 19:30 საათზე ჰოლადნიას დაუპირისპირდება.
ვროპის ჩემპიონატი. B დივიზიონი. ბოსნია. 14 ივლისი
ბელარუსი 82:63 საქართველო
17:19, 25:11, 15:20, 25:13
საქართველო: ბურჯანაძე (15ქ 11მ), ბოლქვაძე (8), ლილუაშვილი (2), ტომარაძე (3), გოგოძე (7), მიქელაძე (10ქ, 5პ), კვანტალიანი (2), ცირეკიძე (8), აბულაძე (8), სანაძე
სრული სტატისტიკა: http://u20men.fibaeurope.com/enDivB/
gbf.ge