საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა რუმინული შეკრება მასპინძელთა 1-ქულიანი ძლევით დაასრულა
დავით უსტიაშვილის გაწვრთნილმა 20-წლამდელთა ნაკრებმა რუმინეთის შეკრება გამარჯვებით დაასრულა. მასპინძლებთან მესამე სპარნინგ-მატჩში საქართველოს ნაკრებმა65:64 გაიმარჯვა და რუმინელები საერთო ანგარიშით – 2:1 დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ ამ მატჩამდე ქართველებმა მაპინძლებთან მოგებ-წაგებები გაცვალეს. საქართველოს ნაკრებს კვლავ ვერ დაეხმარა ირაკლი მიქელაძე, რომელმაც პირველსავე სპარინგ-მატჩში ცხვირის ტრავმა მიიღო.
ქართველებმა უპირატესობა თავიდანვე მოიპოვეს და სოლიდურადაც ლიდერობდნენ. ბოლო მეოთხედში მასპინძელბმა თამაში გამოასწორეს, ჩამორჩენა შეამცირეს, თუმცა გამარჯვების რეალური შანსი არ ჰქონიათ. ბოლო წამზე რუმინეთის ნაკრების ერთ-ერთმა წევრმა ალალ ბედზე ნასროლი სამქულიანი ჩააგდო და ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა, თუმცა მანამდე ქართველების ლიდერობა დამაჯერებელი იყო და ჩვენს გამარჯვებას საფრთხე არ დამუქრებია.
საქართველოს ნაკრებში 19 ქულითა და 12 მოხსნით საუკეთესო ბექა ბურჯანაძე გახლდათ, 11-11 ქულა კი ნოდარ გოგოძემ და ლერი კვანტალიანმა მიითვალეს. უსტიაშვილის გუნდი თამაშის შემდეგ ლუქსემბურგში გაემგზავრა, სადაც ასევე ამხანაგურ მატჩებს გამართავს.
gbf.ge