საქართველოს 21-წლამდე ნაკრები აგრესიულ სლოვაკებთან ჩხუბით დამარცხდა (ვიდეო)
საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროშესარჩევი ეტაპის მე-5 მატჩში სლოვაკეთის ნაკრებს ესტუმრა და 3-2 დამარცხდა. ანგარიში მე-8 წუთზე გიორგი კუციამ გახსნა. პირველი ტაიმი მთლიანად ჩვენ მიგვყავდა, მაგრამ ჯერ 28-ე წუთზე კოლესარმა გაათანაბრა, მე-40 წუთზე კი ლუკა ლოჩოშვილმა მე-2 ყვითელი ბარათი და წითელი მიიღო.
მე-2 ნახევარში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, თამაში სლოვაკებმა წაიყვანეს ჯერ ჰერცმა, შემდეგ კი გამბოსმა გაგვიტანა. ჩვენი ბიჭები მარტივ მომენტებში ცდებოდნენ და მეტოქის ნახევარზე გადასვლა უჭირდათ. გუგეშაშვილმა რამდენიმე კარგი სეივი შემოგვთავაზა. 89-ე წუთზე კი კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ შეცვლაზე შემოსული სპანდერაშვილი ყველაზე კარგად გაერკვა და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა.
2 წუთში ნიკა ნინუას საჯარიმოდან გატანის შანსი მიეცა, მაგრამ მეკარემ აიღო. ისევ კუთხური და ამჯერად კუციას დარტყმული კარის ხაზიდან გამოიტანეს. სანამ ბურთს აუტიდან შემოვიტანდით, როგორც აღმოჩნდა, ჩვენ ფეხბურთელს ფეხი დაუდეს და ხელი შეუშალეს აუტის ჩაწოდებაში, რამაც დიდი არეულობა გამოიწვია და სათადარიგო სკამი სათადარიგო სკამს დაუპირისპირდა. განსაკუთრებით გაცხარებული მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე გახლდათ, რომელმაც წითელი ბარათი დაიმსახურა.
ბოლო წუთებში ვეღარ მოვახერხეთ გოლის გატანა და 3-2 დავმარცხდით. საკმაოდ გართულდა ჯგუფიდან გასვლის შანსი, შემდეგი შეხვედრა კი მარტში სლოვაკებთან გაიმართება.
სლოვაკეთი 3-1 საქართველო
გოლები: კოლესარი 28, ჰერცი 52, გამბოსი 66 – კუცია 8, სპანდერაშვილი 89,
სლოვაკეთი: სიპოსი – მოიზისი, ორავეჩი, ზულეკი, ვალო – ჰერცი, პოკორნი, გამბოსი – ჩობოტი, ალმაზი, კოლესარი
მთავარი მწვრთნელი: გულა
საქართველო: გუგეშაშვილი – მალი (სპანდერაშვილი 59), ბერიაშვილი, ლოჩოშვილი, კობოური, კუცია, ქოჩორაშვილი (ნინუა 59), ტაბატაძე – კვარაცხელია (სილაგაძე 43), კოხრეიძე (ქავთარაძე 59), დავითაშვილი (ბუღრიძე 59)
მთავარი მწვრთნელი: გია ცეცაძე
წითელი ბარათი: პოკორნი 83 – ლოჩოშვილი 40